რუსთაველის მოჩვენებაეპიგრაფის ნაცვლად:
The Phantom Of The Opera was there… inside Rustaveli cinema.იყო და არა იყო ვინ, იყო ვინმე ენდრიუ ლოიდ ვებერი [Andrew Lloyd Webber]. ეს ცნობილი კომპოზიტორი დაიბადა 1948 წელს, და რასაკვირველია ეს მოხდა დიდ ბრიტანეთში – საუკეთესო როკ-მუსიკოსთა აკვანში. 4 წლის ასაკში პატარა ენდრიუ უკვე ხოშიანად უბერავდა ვიოლინოზე.
ერთ მშვენიერ, ანუ მსოფლიო მუსიკისათვის, მიუზიკლთა პროდუსერებისათვის და ლიჩნად სარა ბრაითმანისათვის [Sarah Brightman] ღირსშესანიშნავ დღეს – 1965 წლის 21 აპრილს, ვებერმა მიიღო შემდეგი წერილი:
Dear Andrew,
I've been told you're looking for a "with it" writer of lyrics for your songs, and as I've been writing pop songs for a while and particularly enjoy writing the lyrics I wonder if you consider it worth your while meeting me.
Tim Rice.
17 წლის ენდრიუმ და 21 წლის ტიმმა დაიწყეს ერთობლივი მუშაობა.
1969 წელს მათ შექმნეს თავისი საუკეთესო და საქვეყნოდ ცნობილი ნაწარმოები Jesus Christ Superstar. ხოლო 1986-ში დაიწერა Phantom of the Opera.
2004 წელს ჟოლ შუმახერმა [Joel Schumacher] გადაიღო ამავე სახელწოდების მქონე კინოფილმი ვებერისვე მუსიკით.
და აი, ჩვენ ნელ-ნელა მივუახლოვდით იმას, რის შესახებაც მინდა გიამბოთ...
* * *
ერთხელ, უფრო სწორად ორჯერ, წავედით ჩვენ (Antigone, Facet, Merrygoround, პჩილა, თქვენი მონამორჩილი, + არა ფორუმისწევრები) კინოში. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, Merry-იმ დამასწრო, და სულ რამდენიმე წამით ჩემზე ადრე მივიდა წინასწარგანსაზღვრულ ადგილას. ვიზუალური კონტაქტის დამყარებისთანავე ჩვენ უმალ ვეძგერეთ სალაროს, და მცირე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოს, სახელწოდებით ”წინა და უკანა რიგების უპირატესობანი თანამედროვე კინოს მცირე დარბაზებთან მიმართებაში”, ჩატერბის შემდგომ შეძენილ იქნა ბილეთების მსხვილი პარტია.
დაიწყო თუ არა მან ჩემთვის დანიელთა ცხოვრებაზე გულისამაჩუყებელი და მძაფრსიუჟეტიანი ინსტორიის მოყოლა, ჩვენ ბატონი Facet-იც შემოგვიერთდა. შემდეგ მოვიდა შალვა რამიშვილი (სამწუხაროდ იგი ჩვენს ”ტუსოვკაში” არ იყო

). მოგვიანებით პჩილაც შემოფრინდა (ურადჟკაპუროდ, სამწუხაროდ). გვაკლდა მხოლოდ Antigone. მალე ისიც მოვიდა და... ჩვენ გავაგრძელეთ ლოდინი. უეცრად ვიღაცამ გამოთქვა საღი აზრი – ”ვისღა ველოდებითო”, და ჩვენ ყველანი, კოლექტიურად და ორგანიზებულად გავემართეთ წინ... ტუალეტებისაკენ. შემდეგ ვიღაცამ ისევ გამოთქვა საღი აზრი – ”სადღა მივდივართო”, და ჩვენ ბოლო-ბოლო მცირე დარბაზისაკენ გავეშურეთ.
პეპსი კოლას შეძენისას ანტიგონეს და მე რატომღაც სტაკანჩიკები აღარ გვერგო... ხოდა მოგვიწია პეპსის სმა, რასაც ქვია ”из горлА”. მაგრამ ამაზე ცოტათი მოგივიანებით.
დავსხედით. ჩვენს უკანა რიგში შალვა რამიშვილი იჯდა (და მე ვმაყობ ამით!

).
როგორც ყოველთვის სეანსის დაწყებამდე ხდება ხოლმე, დაიწყო ბინძური ბრძოლა პოპკორნის გადანაწილებისათვის და ყუთის საკუთარ ხელში ჩაგდებისათვის. საბოლოოდ, სეპარატული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ყუთი პჩილასგან მერიგოურაუნდი-ანტიგონეს კოალიციისაკენ იქნებოდა გადაწოდებული. სატრანზიტო არხის ურთულესი მოვალეობა თქვენმა მონამორჩილმა იკისრა, რამეთუ ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ სწორედ მე, ვითარცა სამშვიდობო ჯარები, ვიჯექი ამ ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის.
– რატომ მაყრი პოპკორნს?! – იკითხა მაკამ, როდესაც ყუთის ტრანზიტისას მას რამდენიმე პოპოკორნი დავაღვარე.
– რათა უფრო სექსუალური იყო, – არ დავიბენი, და ვუპასუხე მე.
– მე ისედაც საკმაოდ სექსუალური ვარ! – კიდევ უფრო არდაიბნა და კონტრმიპასუხა მაკამ.
დაიწყო სეანსი.
არა, მაინც რა საოცარია ქალის ბუნება. ერთ წამს იგი სრულ სიწყნარეს წარმოდგენს როგორც აქლემი ზოოპარკში, მეორე წამს კი ბობოქრობს ვითარცა ათასი გაცოფებული ზაზუნა... ხოდა, ჩემთვის იდუმალი მიზეზების გამო, ჩვენი გოგონების ჰორმონალურმა ფონმაც უეცრად იცვალა სახე და ყველანი როგორც ერთი დადგნენ სიცილ-ხარხარ-კისკისის ხასიათზე. თანაც, რა სცენების დროს: აი მაგალითად კრუპნი პლანით აჩვენებენ კრისტინას ნახევრად გაშიშვლებულ მკერდს და... მაკა და თათა იგუდებიან სიცილით. კაკ გავარიტსა, Не дают насладиться красотой

. რა იყო სასაცილო მკერდში – არ ვიცი. სავსებით, და დაჟე კიდევ უფრო, ხარისხინაი მკერდი იყო მამენტ... მარა ქალებს რა გაუგებს...
კადრში პირველად ჩანს ოპერის მოჩვენება თეთრი ნახევარნიღბით სახეზე. – აუ, რა სიმპათიური ბიჭია, ეგ ფანტომი! (იგულისხმებოდა მსახიობი Gerard Butler) – გაიფიქრა მაკამ (რის შესახებაც პირნათლად თავად გვიამბო მოგვიანებით). – ვაიმე, რას გავს! – ისმის ვიღაც გოგონას ხმა უკანა რიგიდან და... მაკა ერთხელაც იგუდება სიცილით.
ბაზარი არ... ტოესტ ჭეშმარიტიად, ქალის ბუნება ჩვეულებრივი ნორმალური კაცისათვის სრულიად არააღქმადი არის.
ფილმი დასასრულს უახლოვდება. უდაძაბულესი მომენტი. ფანტომი აღრჩობს რაულს. რასაკვირველია ამ დროს ორივე მღერის (ეს ხომ მუსიკალური ფილმია). თანაც კადრში იმდენად ბევრი ექსპრესიაა, რომ ეს ცოტათი კომიკურად ჩანს, და... თათას და მაკას ერთობლივი სიცილის ხმა ფარავს მუსიკას.
კარგით, მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ კადრი მართლაც არაადეკვატურად გამოიყრებოდა, მაგრამ ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ შექსპირის ყველა დროის საუკეთესო კომედია არის... არა, ”მეთორმეტე ღამე” კი არა, არამედ ”ოტელო” – ოპერაში დეზდემონას არია დახრჩობის შემდეგ ხომ უბრწყინვალესია.

როგორც იტყოდა ხოლმე ვალიკო მიზანდარი – ”მორჩა კინო”. დავცალეთ დარბაზი. საოცარია, მაგრამ რაოდენ კარგი კომედია აღმოჩნდა ეს დრამატიზმით აღსავსე ნაწარმოები ქალის sophisticated შიდაბუნებისათვის...
200 მეტრამდე რომ გავიარეთ, მაკამ სიხარულით ნაგვის ურნა შენიშნა. ურნით აღფრთოვანების მიზეზი უმალვე გაირკვა – მაკა მივიდა მასთან და... კინოში ნაყიდი პეპსის, აწ უკვე ცარიელი, ბოთლი გადააგდო...
მე ამაყი ვიყავი მაკათი. მან პატივი სცა კინოთეატრ რუსთაველის დამლაგებლებს და ბოთლი არ დაუტოვა! ვაშა, ბატონებო! ვაშა! ძირს საზოგადოებრივი დივერსიფიკაცია! ძირს დოგმები და ნორმები!.. კჰმ, но это уже совсем другая история...

The End.
This posting is provided "AS IS" with no warranties, and confers no rights.
You assume all risk for your use.
© HUB. All rights reserved.