სალამი ხალხს!!!
გთავაზობთ საინტერესო გასართობს-ახალ ტოპიკს:ჭ ო რ ო ბ ა ნ ა,რომელიც გარკვეულწილად თამაშიც არის...

შევეცდები მოკლედ მოგახსენოთ მისი არსი...
ნებისმიერი ჩვენთაგანი უსმევს 3 კითხვას(ნაკლებიც შეიძლება) მისთვის საინტერესო(ან თუნდაც უინტერესო) ფორუმის წევრს...კითხვა შეიძლება იყოს ნებისმიერ საკითხზე,ნებისმიერი შინაარსის.სერიოზულიც და სახუმაროც... რა თქმა უნდა შეურაცხმყოფელი და ზედმეტად ვულგარული არ შეიძლება!!!(პასუხიც უნდა იყოს ამ ფარგლებში)
რესპონდენტს(ვინც უნდა უპასუხოს კითხვებს) ეძლევა 1 დღე-ღამე საპასუხოდ...თუ ამ ვადაში პასუხი არ იქნა გაცემული,მაშინ მას დაატყდება თავს ფორუმის რისხვა!..(ავიკლებთ PM ებით,რომ უპასუხოს და სხვა მეთოდებსაც მივმართავთ)
კითხვის დამსმევს არ შეუძლია დასვას მორიგი კითხვა,სანამ პასუხს არ მიიღებს!..
რა თქმა უნდა შეიძლება პარალელურად დაისვას სხვა კითხვებიც სხვა ფორუმელების მიერ,მაგრამ არა იმ ფორუმელის მიმარ-ვისაც არ უპასუხია (რომ უპასუხებს, შემდეგ შეიძლება)
ხო,კითხვების დასმა ერთმანეთისთვის პირადი გზავნილებითაც(PM-ებით)შეგვიძლია,მაგრამ უეჭველი,აქ ეს გააააცილებით საინტერესო იქნება...
P.S."ჭ ო რ ო ბ ა ნ ა" არის პირადად ჩემი მოფიქრებულ-გამოგონილი და ამიტომ შესაჯლებელია იყოს დასახვეწი...ასე,რომ ნებისმიერი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება...
კიდევ P.S.კითხვებს და პასუხებს შორის რა თქმა უნდა შეგვიძლია გამოვთქვათ ჩვენი აზრი,ჩავურტოთ რეპლიკები,გავიხუმროთ-გავიცინოთ და სხვა...
ახლა კი დავიწყოთ...
დავიწყებ მე...დავუსმევ კითხვებს elizaveta-ს...(თუმცა შეიძლებოდა ნებისმიერი სხვა ყოფილიყო,მაგრამ ვიღაცით ხომ უნდა დამეწყო?..

)
1. elizavet,რატომ გახსენი ტოპიკი-"ფიტნეს-კლუბები, ვარჯიში მინდა"?..რა,ჭარბი წონა ხომ არ გაწუხებს?...

2.ადამიანში ყველაზე მეტად რომელ თვისებას ანიჭებ უპირატესობას?..
3.თუ იცი რას ნიშნავს-ოტორინოლარინგოლოგი?...
პატივისცემით ყველასადმი--მიკა(მიკსონა) DiamondMan