#1069762 · 27 Feb 2005, 19:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღევანდელი სტატია სპორტი.გე-ზე
"სპორტი" რეგულარულად გაწვდით ხოლმე ინფორმაციებს ქართული ფეხბურთის სახლიდან და ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით აქტუალური, უეფას მიერ, ევროპულ გათამაშებებში მონაწილე კლუბების ლიცენზირების საკითხია. და აი, ლიცენზირების მოთხოვნებიდან გამომდინარე და ჩვენი გუნდებისადმი, უფრო სწორად, ქართული კლუბებისადმი მიმართული მორიგი საფრთხე: არსებობს შანსი, ჩვენი კლუბები ევროტურნირებზე არ დაუშვან.
ამის რამდენიმე მიზეზზე გუშინდელ ნომერშიც გაუწყებდით და ახალ შეფერხებას რაც შეეხება, მასზე, ჩვენთან საუბარში, სფფ-ის პრესატაშე ლევან სალუქვაძემ ილაპარაკა.
მისი ინფორმაციით, უეფამ, თავისი ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილე გუნდებს ახალი მოთხოვნები წაუყენა: კერძოდ, ერთსა და იმავე სტადიონზე თამაში, ერთი და იმავე ქვეყნის ორზე მეტ გუნდს ეკრძალება.
აქედან გამომდინარე, რათა ქართულმა კლუბებმა ევროტურნირებზე მათთვის გამოყოფილი ოთხი ვაკანსია სრულად "აითვისონ", საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაამ ლიცენზირებისთვის, მინიმუმ, ორი ქართული სტადიონი წარადგინოს და ბუნებრივია ისიც, რომ ამ სტადიონებმა ლიცენზიის სერთიფიკატი მიიღონ.
პრინციპში, სფფ-ის მესვეურები ასეც მოიქცევიან და უეფას სათანადო კომისიას "ეროვნულსა" და "ლოკომოტივს" წარუდგენენ, მაგრამ დიდი შანსია, ამ ორიდან ერთმა, უფრო მეტად "ეროვნულმა" ლიცენზირების მოთხოვნებს ვერ უპასუხოს.
გარდა თვალით შესამჩნევი პრობლემებისა (სკამები, საფარი, კეთილმოწყობა და ა. შ.), არსებობს სტადიონების მდგრადობის სერთიფიკატის პრობლემა - როგორც აღმოჩნდა, სტადიონის მდგრადობაზე შემოწმება, არც მეტი, არც ნაკლები - 100 ათასი დოლარი ღირს და თავად წარმოიდგინეთ, რამხელა ხარჯია საჭირო, რათა ქართულ კლუბებს ქართულ სტადიონებზე თამაშის ნება დართონ.
ბუნებრივია, იოლობის მოყვარული ქართველი კაცი უმალ სამეზობლოში არსებულ სტადიონებს გადაავლებს თვალს და ოთხი ლიცენზირებული სერტიფიკატის მქონე და კიდევ ხუთის მომლოდინე, მოძმე აზერბაიჯანში დააპირებს თამაშს, მაგრამ უეფას სათანადო კომიტეტის მესვეურებს ეს გზაც მოუკვეთიათ:
მეზობელი ქვეყნის სტადიონზე თამაში შეუძლია მხოლოდ იმ ქვეყნის კლუბს, რომელშიც საომარი მდგომარეობაა ან საომარი ქმედებები მიმდინარეობს.
ასე რომ, ქართული კლუბების ევროსაგზურების გარეშე დარჩენის საფრთხე მართლა რეალურია და რაც ყველაზე ცუდია, პრობლემა არ არის ერთ ან ორ ადგილას გადასაჭრელი - იგი, ჯერ ერთი, რომ კომპლექსურია და მეორეც - გვარიანად ძვირი "ღირს".
თანაც, ქართული მხარე დროშიც შეზღუდულია, ევროტურნირები სამიოდ თვეში დაიწყება, მანამდე კი განაცხადი უნდა გაკეთდეს და რაც შეეხება ქართული სტადიონებისთვის ლიცენზირების სერტიფიკატის მიღებას...
ასეთ შემთხვევაში, თავს სახარებისეული ფრაზით თუ გავიმხნევებთ: ნეტარ არიან მორწმუნენი...
--------------------
"І прийде час, коли один скаже: "Слава Україні! ", а мільйони відповідатимуть "Героям слава!"
|