#1149316 · 20 Mar 2005, 13:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ეხლა ვნახე ინტერნეტში რაღაც რაღაცეები, მაგრამ მაინც ვერ გავიგე ბოლომდე რაც მინდა.....
ამას წინად ვიყავი აეროპორტის საბაჟოში და იქ ოღონდ რამე წაგატყაონ არაფერს არ აგიხსნიან ადამიანურად. ასე მითხრეს ინდ მეწარმედ უნდა დარეგისტრირდეო (ამ შემთხვევაში მგონი გადასახადი მატულობს). მოკლედ კიდევ მაქვს აი ეს კითხვები:
1. მე ვარ ფიზიკური პირი და ჩამომივიდა საქონელი, რომლის ღირებულებაც აღემატება 300 ლარს (ანუ უნდა განბაჟდეს) და ეს საქონელი არის პირადი მოხმარებისთვის . რამდენი პროცენტი არის ღირებულების განსაბაჟებელი თანხა? ანუ რამდენი უნდა გადავიხადო რეალურად?
2. საბაჟო გადასახადი იხდება მხოლოდ საქონლის ღირებულების მიხედვით თუ საქონელი+ტრანსპორტირება? (იქ მითხრეს ტრანსპორტირებაცო და მეთქი მერე მაჩვენეთ კანონითქო და მერე საერთოდ თემა გადაიტანეს სხვა რაღაცაზე).
მოკლედ თუ იცით განბაჟების ზუსტი ამბები იქნებ დაწეროთ. გაიხარეთ
--------------------
http://louderevents.blogspot.com/ - Louder Events
|