მომივიდა პირველ თებერვალს უწყება, მოდიო 5 თებერვალსო.
ვარ 18 წლის, წესით და რიგით ეხლა ლონდონ-ში უნდა ვიყო... მარა ფინანსური პრობლემების გამო ვერ წავედი. მაქვს ჩაბარებული და ვარ მიღებული უნივერსტიტეტში (აკრედიტებულში).
რახან ამ წელს ვერ ჩავედი, ადგილი შემინახეს და 2010 წლის სეკტემბერზეც მაქ მოწვევა მოსული.
რა მაინტერესებს ეხლა - 5-მდე ვერანაირად ვერ მოვასწრებ საბუთის წარდგენას უნივერსტეტიდან და რა მოხდება? (უკვე ხუთია)
ამის გარდა - ჰეპატიტ B მქონდა გადატანილი... მაქვს ბრტყელიტერფი და გულზე არითმია.
რამე მინდა მე ეხლა ჯარში?

ინტერნეტში police.ge-ზე ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება, ძველი თემაც დაძველდა...
ვინმეს თუ შეუძლია გააკეთოს სია დაავადებების რომლითაც არ იწვევენ ჯარში?
1. დაავადებებზე იქ თავიანთი ექიმები გამოწმებენ?
2. ეხლა რო წამიყვანონ, სეკტემბერში ლონდონში სწავლა მეწყება - ვერ წავალ?
3. ბეს-პრედელი კიდე არის ჯარში?
მოდერატორს თუ არ მოეწონა ახალი თემის აზრი, მაშინ ძველი გაწმინდოს, გაანახლოს და ჩემი პოსტიც იმას მიაწეოპოს