sk8er_kokaმოკლედ იდეას გააჩნია, შესაძლოა რომელიმე სამინისტროს თემატურად ეხებოდეს, მაშინ მინისტრთან უნდა დაგეგმო შეხვედრა - აგრეთვე შესაძლოა ჭიაბერაშვილთანაც შეხვედრა - ძალიან ნორმალური ტიპია დამიჯერე, მოსმენის კულტურა აქვს ბოლო-ბოლო. ერთი სიტყვით შენ თუ სერიოზულად გინდა შენი იდეა მიაწვდინო ხელისუფლებას, ამისთვის არ უნდა დაიშურო არც ენერგია, არც დრო და არასროს იფიქრო, რომ მაინც არაფერი გამოვა - დამიჯერე, გამოვა და ბევრი რამ გამოვა, თუ ადამიანი მოინდომებს

თუ არ იცი ვისთან მიხვიდე თემატურად, და თუ გინდა რომ მენდო (იმდენად რამდენადაც შეიძლება ენდო ვირტუალურად ნაცნობს), შეგიძლია პიემით მომწერო, უბრალოდ არსი და არა მტელი იდეა და შეძლებისდაგვარად ვეცდები დაგაკვალიანო!
გიმეორებ - თუ იდეა შენთვის ფასეულია, ნუ ეცდები ეს მოუყვე სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ნადირობენ იდეებზე, მიდიან მერე ხელისუფლებაში და იწერენ ქულებს - ისეთი მწარე გამოცდილება მქონდა ამის (ამ იდეას მოჰყვებოდა სერიოზული პროექტი, თანხები და საკმაოდ კარგი მომავალი), ხოდა მომაკვეცეს ფრთები, ვითომ დახმარების წინადადებით - ერთი სიტყვით მშვენივრად მომტეხეს და დღეს ზიან და ჩემს სედგენილ პროექტზე, იდეაზე და გაწერილ ბიზნეს-გეგმაზე ხეირობენ ბიწები (და გოგოებიც

)