#60958565 · 15 Jan 2024, 22:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემდა გასაკვირად ამ უდიდესი ხელოვანის შესახებ თემა არ ყოფილა. ამიტომ, გადავწყვიტე გამოესწორებინა - ეს უდიდესი მკრეხელობა და აჰა, დამსახურებული თემა იმ კაცზე, რომელმაც იდეალური წიგნი დაწერე.
თათრების უდაბნო წავიკითხე რამოდენიმე წლის წინ, თან კითხვას მოვრჩი გვიან ღამით და ვკითხულობდი ბაკურიანში და მართლა საოცარი ატმოსფერო იყო. გარეთ თოვდა. ბუხართან ვიყავი წამოკოტრიალებული და ბუხარში რომ დანთებული ცეცხლი იყო, იქედან წამოსული სინათლის წყალობით ვკითხულობდი ამ წიგნს.
თან ჯანჯუხას გეახლებიდით, ანუ ჩურჩხელას.
ატმოსფერომ კი იმოქმედა და დამატებითი რომანტიზირება მოახდინა ამ წიგნის, მაგრამ შემდეგ გადავიკითხე ძალიან ცუდ ადგილას და იგივე ემოციები გამოიწვია.
ფაქტობრივად ყველა აღიარებული დიდი წიგნი წაკითხული მაქვს, დაწყებული დონ კიხოტიდან და დამთავრებული ჰამლეტით, მაგრამ ასეთი აღფრთოვანება არცერთ წიგნს არ გამოუწვევია.
თათრების უდაბნო არის წიგნი, რომელსაც მინუსი არ აქვს! ძალიან ბევრი დიდი წიგნი , რომელიც მართლა დიდია - ან გაწელილია,ან წერის სტილი არ არის კარგი,ან ზოგჯერ ძალიან მოსაწყენია. თათრების უდაბნოს შემთხვევაში სულ სხვანაირად გვაქვს საქმე: წიგნი არის იდიალურად დაწერილი, სუფთა უმაღლესი ხარისხის პოეზია პროზაში, რომელიც კულმინაციას აღწევს წიგნის ფინალში; ამავე დროს - წიგნი არის ძალიან პატარა ( სულ რაღაც 170 გვერდია მგონი), რაც კიდევ ერთი პლუსია, რადგან ბევრი წიგნი არის ხელოვნურად გაწელილი,ხოლო დიდ თემებზე და ამბებზე მთხრობელი წიგნების უმრავლესობა საკმაოდ ბევრ გვერდს მოიცავს,რაც თავის მხრივ მინუსია დღევანდელ დროში.
ერთმა ბლოგერმა თქვა: თუ მწერალი 200 გვერდში მაინც ვერ ატევს თავის სათქმელს, მაშინ ეგ იმხელა მინუსი ჰქონია მინიმუმ 3 ვარსკლავი უნდა დააკლო შეფასებისასო. ჰოდა,ამ გამოთქმულ აზრს, თითქმის სრულიად ვიზიარებ.
კიდევ ერთი უდიდესი პლიუსი წიგნის არის თავად თემები - ანუ ძირითადი მესიჯები რაც არის წიგნის. ერთი შეხედვით შეიძლება ვიღაცას მხოლოდ პაციფისტური ანტისაომარი წიგნი ეგონოს, მაგრამ ეს ძალიან ზედაპირული შეფასება იქნება. წიგნი რამოდენიმე დიდ თემას ეხება. რა თქმა უნდა,არ დაგასპოლერებთ.
მოკლედ, ვისაც არ წაგიკითხავთ, ჩაუჯექით, მერწყმუნედ არ ინანებთ!
უფასო პდფ ვერსია დევს სხვადასხვა ჯგუფებში ფეისბუქზე.
This post has been edited by J.R.R.Tolkien on 15 Jan 2024, 22:51
|