#36419472 · 14 May 2013, 15:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კითხვარს ვავსებ და იქნებ ამ კითხვებზე ვინმე დამეხმაროს პასუხების გაცემაში
1) ილია ჭავჭავაძის რომელმა ნათესავმა გადასცა ქართველ ხალხს 1971 წელს სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის ქონება 26 მილიონი ოქროს მანეთის ღირებულებისა? 2) რომელმა ქართველმა მხატვარმა მოხატა გაზეთ ივერიის რედაქტორის სამუშაო ოთახი წმინდა ნინოსა და ისტორიულ პიროვნებათა პორტრეტებით? 3) დაასახელეთ ქართველი მსახიობები, რომლებმაც ილია ჭავჭავაძესთან ერთად გადაიღეს ფოტო ალექსანდრე და ივანე შარვაშიძეების ბაღში. 4) ილია ჭავჭავაძე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის დაწყებულ მოძრაობაში. დაასახელეთ პიროვნებები, რომლებთან ერთადაც ილია ჭავჭავაძე ორჯერ იყო პეტერბურგში სინოდის ობერ-პროკურორთან. 5) დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან, მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან, თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი; რას ამშვენებს ილია ჭავჭავაძის ეს უკვდავი სტრიქონები? 6) რომელი ქართველი პოეტის მოღვაწეობის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ზეიმში მიიღო მონაწილეობა გოირგი დიმიტრის ძე შარვაშიძემ? 7)რომელი ცნობილი მომღერალთა გუნდი მონაწილეობდა სოხუმში ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად გამართულ სადილზე?
|