პირველ რიგში მოდერატორმა მომიტევოს, რომ ცალკე თემას ვხსნი, ვიცი რომ არის მიპინული თემა, მაგრამ სასწრაფოდ მჭირდება და ამიტომ.... ნუ მე მაპატიე რა

ეხლა რა მჭირდება: კაი ჯიგრიანი ქალაქურები, აი დამწვრისები რა, სულ გულის კაკალში რომ ურტყამს და ჩეჩქვავს!!! კაცი რო ადგები და რო იტყვი: "ამის დედა ვატირეო, ეს რა ხალხი ვყოფილვართო ეს ქართველებიო და ამ ყანწითო ჩვენი ქართველობის სიყვარულის ჩახუტების და ერთად ყოფნის ამბის გაგებაში გაგვიმარჯოს ჩვენ რომ ვიცით ისეო, ხო გესმის რაზე ვლაპარაკობო რა!!!! ხოდა მე რა მინდაო ეხლა ამ პატარა ყანწით და დიდი გულით რომ ვთქვაო, ესეიგიო....." ნუ, რო მიდის რა მრე დუბი დუბები კიდე. მე არ ვიცი ეხლა მაგ სტილში რა ხდება და როგორაა, მგონი ნატო გელაშვილი და გიო ხუციშვილი და სხვა მსგავსნი ასრულებენ. მოკლედ გარკვეულ ხალხს გთხოვთ სასწრაფოდ დამეხმაროთ და გამომიწოდოთ დახმარების ხელი! ლინკები მომაწოდეთ ნებისმიერ დროს ამავე პოსტში

წინასწარ დიდი მადლობა!
P.S. liza.ge-დან არ მინდა, ეგენი ვნახე უკვე სხვები კიდე.