ლეგენდარული სტრატეგიის განახლებული ვერსია. HW და HW2 ერთ თამაშში, გაუმჯობესებული გრაფიკით .
ამ თამაშთან (ორივესთან + Homeworld: Cataclysm-თან, რომელიც არ შედის ახალ ვერსიაში) უდიდესი მოგონებები მაქვს პირადად მე. თავისი დროის ერთერთი ყველაზე ინოვატიური სტრატეგია იყო და RTS-ების ოქროს ხანის ერთერთი საუკეთესო (და ბოლო) წარმომადგენელი.
განაახლეს Borderlands-ის შემქმნელებმა, რომელთა შორის Homeworld-ის თავდაპირველი რამდენიმე შემქმნელიც არის Relic-იდან (რელიკი, მიუხედავად იმისა რომ დღემდე კარგ თამაშებს უშვებს, აღარ ფლობს ჰოუმვორლდის საავტორო უფლებებს).
მოკლედ, ვისაც გიყვართ ეს თამაში, იმათთვის კაი ამბავია რა. დიდება ჰიიგარას, საჯუუკ ხარის ძალა გფარავდეთ
http://www.homeworldremastered.com This post has been edited by Ar-Pharazôn on 17 Mar 2015, 15:24