იმორტალის ფან კლუბს გახსნილად ვაცხადებ.
აბა, ნაღდი, ასპროცენტიანი, დისტილირებული ბლექის ყველა დამფასებლებო, ვიბაასოთ იმფორთხალზე.
მე რაც მაგრა მევასება ამათი, ეგ არის საუნდის ნუ რავი რა, ძაან მრავალფეროვნება. თითქმის ყველა ალბომი (თითქმის იმიტომ რომ ბოლო სამი ვეში ამ მხრივ გავს ერთმანეთს) თავისი განუმეორებელი ჟღერადობით გამოირჩევა.
ვიკინგური სულით და ეპიკურობით აღვსილი სავსემთვარეობის ეშმაკეული მისტიციზმი.
შხამიანი მიწისქვეშეთის და საჯალათოს ატმოსფეროთი გაჯერებული წმინდა ჰოლოკოსტი
პირქუში და სუსხიანი ჩრდილოეთის ბრძოლები
შემზარავი ქარბუქის ურჩხულები
და ბოლო სამი ალბომი, ზამთრის გულში, შავეთს დაწყევლილნი და ჩრდილოური წყვდიადის შვილები, საოცრად მძლავრი და სუფთა გიტარის ხმა, მონუმენტური დრამები, სულშიჩამწვდომი და იმინა კაცური ვოკალი + სიმფო ბლექს რო შეშურდება ისეთი ატმოსფერულობა.
ეს სამი ვეში საუნდით ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ იმდენად დიდებულია ეს საუნდი რო რატო მეოთხეც არაა, თვარა მაგ სამს ვინ ჩივის
თავიდან თუ უფრო აგრესია და ქარიშხლის წნევა მოჰქონდათ, ბოლოსკენ უკვე დრაკარის გემბანზე მდგარი და შორეთში მაცქერალი პირქუში მეომარი წარმოგვიდგება თვალწინ, რომელიც მოქუფრულ ჰორიზონტს მიღმა ეძებს თავის კითხვებზე პასუხს.
რო ვუსმენ, იმინა ხედავ რა. ძარღვებში ჟრუანტელი დასეირნობს და ოთხ კედელშუა აღარ იმყოფები. შენც იმ დრაკარის ქიმზე დგახარ, იმ მეომრის გვერდით და ქარბუქი თოვლის ფანტელებს გაყრის სახეში.
ძალიან დონე ტექსტები აქვთ. რაც იშვიათად მემართება, ჩამწვდა გულში მაგათი ლირიქსი.
მაგარია.
თანამემამულენო, სთქვით თქვენი სიტყვა, ავწიოთ თასი უკვდავთა სადიდებლად!
================================================================================================================
პ.ს. ვისაც არ გეევასებათ ეგ ჯგუფი, იმათ გამცნობთ რომა სულ ერთ ადგილზე მკიდია თქვენი აზრი, შესაბამისად არანაირი აუცილებლობა არ არის, რომ აქ დაპოსტოთ.
ტვინის ხვრის შემთხვევაში ერთკვირიანი ბანი ჩემზეა ხო იცით
მიმაგრებული სურათი