#56130541 · 10 Apr 2020, 21:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
4 წლის შემდეგ კვლავ ვუყურე ამ ფილმს და ფილიპ სეიმურ ჰოფმანი ისევ ისე კარგად ასრულებს თავის როლს, როგორც 4 წლის წინ ასრულებდა. აი მესმის ნიჭიერება.. * * * მსოფლიოში თითქმის 13 მილიონი ადამიანი ცხოვრობს (ნიუიორკში). და ეს ხალხი არ არის ბრბო. თვითოეული თავისი ისტორიის გმირია. ყველას კუთვნილი პატივი უნდა მივაგოთ. * * *
ბედისწერა:
სამყარო არის ის რასაც თავად შექმნით, თუმცა ის არსებობს მილიარდობით წელია. თქვენ ამ ქვეყანას მხოლოდ მეათასედი წამით მოევლინებით. ამ დროის უმეტესი ნაწილი კი ადამიანი ან მკვდარია, ანდა დაბადების მოლოდინშია. მაგრამ ვიდრე ცოცხლები ვართ, წლების განმავლობაში გულდასმით ველოდებით ვიღაცის ზარს, წერილს, ან ვიღაცის შემოხედვას, იმის დასადასტურებლად, რომ ვარსებობთ. არაფერი არ ხდება, ან ხდება, მაგრამ არ არის ნამდვილი. დროს ატარებთ გაურკვეველ სინანულში, ან იმის მოლოდინში, რომ რამე კარგი მოხდება. რამე ისეთი რაც გაგრძნობინებთ სისავსეს და სიყვარულს.
მარტოსულობის ტკივილი:
რაც უფრო მეტს უყურებ ფილმს, მით უფრო მეტად ემსგავსება სპექტაკლს. ამ დიდ სპექტაკლში კი სხვა სპექტაკლია, რომელიც კიდევ სხვა სპექტაკლს მოიცავს... ასე უფერულად აირეკლავენ ერთმანეთს და უფრო მეტ ტკივილს იწვევენ...
მთავარ გმირს მთელი ფილმის მანძილზე გონია რომ უნდა მოკვდეს, ეს კი ადამიანის ბუნებაა.. სიკვდილის შიში, რომელიც მუდამ თან სდევს.
...ბოლოს კი ყველა ბერდება და იმაზე მარტოსული ხდება ვიდრე ოდესმე ყოფილა. ადამიანები სიბერეში ხვდებიან, რომ თურმე ერთმანეთი ყავთ, თუმცა უკვე გვიანია ერთმანეთის დაფასება. გზა გავლილია. ხვდები, რომ ცხვირწინ გქონდა ის ოხერი, ამაღელვებელი და იდუმალებით მოცული მომავალი. ახლა ის უკან დარჩა. ეს იმედ გაცრუებაა. როცა აღმოაჩენ , რომ ყოველივე წარმავალია, როცა მიყოლებით დაკარგავ შენს განუმეორებელ თვისებებს, მიხვდები, რომ არავინ არ გიყურებს და არც არასდროს გიყურებდა.
არ შეგიძლია პატიება? ბოდიშის მოხდა? მოფერება? ნუგეშისცემა? - მაშინ დაიტანჯე!
მთელი შენი ცხოვრება ერთ პიესას დგამ. გინდა რომ სრულყოფილი იყოს, საოცარი იყოს, აი დაასრულე კიდეც, მაგრამ რა ხდება... შენ ბერდები და კვდები!
This post has been edited by severuss on 10 Apr 2020, 23:41
|