ვიყავი და პატარა მიმონხილვას გავაკეთებ.
მოკლედ, ჩამოვიდა 4 სპორტსმენი. დანარჩენმა ჩამოსვლა ვერ მოახერხესო.
პირველად გაიმართა უამერიკელებოდ დარჩენილი ქართველი მოჩხუბრების შეხვედრები. სპარინგობა გაუწიეს ისევ ქართველებმა. სამივე შეხვედრაში ნაკრების წევრებმა იმარჯვეს.
პირველ ორთაბრძოლაში, უკვე აშშ-ს და ჩვენს წარმომადგენელს შორის მსაჯებმა დააფიქსირეს ნიჩია.
დამატებითი დრო არ დანიშნეს, რადგან რაღაც წესებით ბრძოლობდენ თვითოეულ (სულ 3 რაუნდი იჩხუბეს) რაუნდს.
ერთი რაუნდი კარატეს დაეთმო, ერთიც კიკბოქსინგს და ერთიც - ბძოლას წესების გარეშე.
შემდეგმა წყვილებმა თავიდანვე წესების გარეშედ იჩხუბეს.
მეორე ორთაბრძოლაც თანაბარ ჩხუბში წარიმართა.
ძირითადი დრო ფრე დაფიქსირდა. დაინიშნა დამატებითი ორი წუთი.
დამატებითის შემდეგ გამარჯვებულად ქართველი გამოცხადდა.
ანგარიში გახდა 1:0
შემდეგ წყვილში გამოვიდა წარმოშობით რუსი, ამერიკის კლუბში მოღვაწე, კიკინიანი, ათლეტური აღნაგობის სპორტსმენი.
ეს კაცი რუსეთის ნაკრებსაც ჩამოჰვა შარშან და როგორც მახსოვს მოუგო ჩვენებურს რამოდენიმე წამში. მაშინ, ჩვენებურმა ილეთი გააკეთა წარუმატებლად და...
ამ შემთხვევაში კი დათომ (თუ არ ვცედბი, ასე ერქვა), საკაიფოდ მიბეგვა ბოქსის პონტში. ერთ დარტყმაზე ნოკაუტში გააგზავნა და მხოლოდ ექმიმების დახმარებით მობრუნდა რუსი ამქვეყნად.
ანგარიში - 2:0
მეოთხე და ბოლო ერთაბრძოლაში ქართველი გლადიატორი გამოდიოდა. საკმაოდ გამოცდილი და კარგი სპორტსმენი.
შეხვედრა საკმაოდ თავდაჯერებულმა დაიწყო... დასაწყისშივე მოხვდა ზანგის მუშტი... კუთხეში მიიმწყვდია ამერიკელმა, ტანზე ხელები შემოაჭდო და კაცური გდებით "ხალიჩაზე" დაანარცხა. ბავშობაში ასე ჩუჩელებზე ვვარჯიშობდი.

თითქოს ჩვენებური ტავის დაღწევას ცდილობდა და ერთ მომანტში ამოუბრუნდა კიდეც, მაგრამ უცბად კისერზე მახჩობელა, ხელის დაპატყუნება რინგზე და გონგის ხმა ერთი იყო...
ყველამ ჩათვალა გლადიატორი წაგებულად... ტრიბუნებზე.
ასულიერებენ ქართველს და რინგზე გამოდის მონარნარე გოგონები "2"-იანით ხელში... ამერიკელს უხსნიან, სანამ შენ "დაახრჩობდი", მანამდე გონგი იყოვო... ზანგი გაბრაზდა და რინგიდან გავიდა... ცოტა ხანში შემოაბრუნეს და ხელიც აუწიეს.
ანგარიში 2:1, გაიმარჯვა საქართველომ.
სულ ეს იყო.
This post has been edited by GT.ge on 16 May 2005, 20:28