makunaკუნთის ატროფია არის კუნთის ქსოვილის შემცირება დაავადების ან მასზე დატვირთვის შემცირების შედეგად.
მცირედ გამოხატული ატროფიის დროსაც კი კუნთის ძალა მცირდება.
კუნთის ატროფიის ორი სახე არსებობს:
უმოქმედობითი ატროფია ვითარდება მაშინ, როცა კუნთის ფიზიკური დატვირთვა მცირდება. ეს ფორმა ყველაზე გავრცელებულია და დამახასიათებელია ადამიანებისთვის, რომლებიც ცოტას მოძრაობენ, აქვთ გონებრივი, მჯდომარე სამუშაო, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას არ აძლევთ იმოძრაონ. ატროფიის ეს ფორმა შექცევადია და შესაბამისი ვარჯიშიების შედეგად შესაძლებელია კუნთების ნორმალური მასის აღდგენა.
უფრო მწვავეა კუნთების
ნეიროგენული ატროფია. ის ვითარდება უფრო სწრაფად, ვიდრე უმოქმედობითი ატროფია და არის ნერვის დაავადების ან დაზიანების შედეგი.
მიზეზებიატროფია შეიძლება იყოს სიბერის შედეგი.
სხვა მიზეზებს მიეკუთვნება:
* ხანგრძლივი იმობილიზაცია
* დაზიანება
* დამწვრობა
* ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი (ALS or Lou Gehrig's disease)
* გილიან-ბარის სინდრომი (Guillain-Barre syndrome)
* დიაბეტური ნეიროპათია
* ხანგრძლივი კორტიკოსტეროიდული თერაპია
* კუნთების დისტროფია
* ოსტეოართრიტი
* რევმატოიდული ართრიტი
* პერიფერიული ნეიროპათია
* პოლიომიელიტი
* ზურგის ტვინის დაზიანება
* ინსულტი
ატროფიის რაობის გასარკვევად მნიშვნელოვანია შემდეგი კითხვები:
* როდის დაიწყო?
* პროგრესირებს თუ არა?
* რომელ ნერვს თუ კუნთს ეხება?
* სხვა რა სიმპტომები ახლავს?
მკურნალობა დამოკიდებულია ატროფიის გამომწვევ მიზეზზე, თუმცა თითქმის ყველა შემთხვევაში უნდა შესრულდეს განსაზღვრული ვარჯიშები (რომლებსაც ექიმი დანიშნავს), შეიძლება სამკურნალო აბაზანებსა და სხვა სარეაბილიტაციო საშუალებებთან ერთად.
მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე ულტრაბგერით თერაპიას და, ზოგიერთ შემთხვევაში, ქირურგიულ ჩარევას (ნერვის მთლიანობის აღდგენა თუ ის დარღვეულია)
http://www.nlm.nih.gov/medlineplus/ency/article/003188.htmhttp://en.wikipedia.org/wiki/Muscle_atrophy
მიმაგრებული სურათი