ვერ გამჩნევს არ ნიშნავს, რომ არ გიცნობს, ანუ გამოვიდეთ იქიდან, რომ გიცნობს, ჰოდა ეცადე მოაწონო თავი ამ ცნობაში, გაიგე რა უყვარს და ის გაუკეთე, ნუ წიპა, მისი საყვარელი ყვავილები გაუგზავნე, მისთვის საინტერესო ავტორის წიგნი აჩუქე და მსგავსი, უბრალოდ მომწონხარ და გიგზავნი/გჩუქნი-თქო... მერე შეძლებ კაფეში დაპატიჟო, იქ უფრო მეტს დაილაპარაკებთ ინდივიდუალურ საკითხებზე და შეხედულებებზე, უკეთ, უფრო ახლოს გაგიცნობს... გაიგებ, რას აფასებს ყველაზე მეტად ადამიანებში და ეცადე ამის გათვალისწინებას მასთან შემდგომი ურთიერთობისას... დანარჩენს დრო გიჩვენებთ ორივეს... სხვა მეტი, ამ საკითხში გარანტირებული შედეგის მომტანი მზა რეცეპტი ბუნებაში არ არსებობს...
This post has been edited by kodeqsi on 15 Dec 2015, 04:46
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...