გაგებაში არა არიან რა..........
ჯერ ერთი რა პონტი იყო იუვენტუსის მატჩის საინტერესო მომენტების ჩვენება, ვითომ არიქა სკუდეტოს ბედი წყდებოდა, ყოველ წუთში რო აკეთებდნენ ჩართვას ვითომ პარალელს ავლებდნენ სამპდორია - ინტერის თამაშთან...... ან იგი რა იყო კიდე პროტის ცვლილება რო ჩართეს და კიდე ის თქვეს პროტიო 1967 წლიანია შეიძლება კარიერა დაამთავროს აწი ვეღარ ვიხილოთო..... ე.ი. ფეხზე წამოვდექი და სულ ცრემლები მომდიოდა ღვარა ღვარა
რომელი მარადონა პროტია ერთი ვერ გავიგე, იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ფეხბურთს ემშვიდობებაო დაახლოებით ასეთი შინაარსი იყო, ბაჯოზე არ აუტეხიათ შარშან მასეთი ამბავი...
მერე მეორე კომენტარისას ისეთ რამეებს იტყვიან თმები ყალყზე დაგიდგება, ყველაფერი ვერ დავიმახსოვრე მარა ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა.
აი რომაზე აცხადებდნენ ახლა რომა იგებს 0-1 და ამ წუთას მე-8 ადგილას არის მაგრამ ჩემპიონატიდან უეფას თასზე მოხვედრის არანაირი შანსი არა აქვსო, რომას ერთადერთი შანსი იტალისს თასია თუ ინტერი დაამარცხა უეფას თასზე ითამაშებსო........
ეს არის უდიდესი სირცხვილი და ფეხბურთის ელემენტარული არცოდნის გამომჟღავნება, არამარტო იტალიაში ყველა ქვეყნის ჩემპიონატში ასეა, რომ თუ ქვეყნის თასის გათამაშების ერთი ფინალისტი ჩემპიონატიდან უკვე მოხვედრილია ჩემპიონთა ლიგაზე, მეორე გუნდი ავტომატურად ხვდება უეფას თასზე მოიგებს თუ წააგებს.....
ეს ელემენტარული რო არ გეცოდინება უბრალოდ რაზეა ლაპარაკი........