ჰაი ხალხებს!..

ვირჩევთ ყველაზე კაი ტიპ,ჯიგარ და საერთოდ ჩვენი გაგებით--კარგ მოდერატორს...
რა თქმა უნდა ჯერ პოლში ვაძლევთ ხმას
და მერე ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ(!!!) ვპოსტავთ აქ--თუ ვის მივეცით ჩვენი ხმა და რაც მთავარია რ ა ტ ო მ ?...
ერთი ოხერი ჩიტია,გულნარა ქვია (

),მან მოიტანა ამბავი,რომ მოდერატორების მეტ წილს საკმაოდ ბევრი სათადარიგო(ანუ სხვა) ნიკები აქვთ,ზოგს 15;ზოგს 27;ზოგს უფრო მეტი და ზოგმა კი ზუსტად არც იცის რამდენი ნიკი აქვს

...ამიტომ,სავსებით მოსალოდნელია,რომ ზოგიერთმა "ცუდმა" მოდერატორმა საკუთარი სხვა ნიკებით პოლში თავის თავს მისცეს ხმები (იმედია ინამუსებენ და ასე არ მოიქცევიან

)
ამიტომაც,საუკეთესო მოდერატორის გამოვლენის ძირითადი კრიტერიუმი იქნება არა პოლის შედეგები,არამედ პოსტების შედეგები .
ანუ:რომელიმე კეთილი და სტატისტიკის მოყვარული ფორუმელი დაითვლის თითოეული ჩვენთაგანის მიერ პოსტებში მიცემულ ხმებს და ბოლოს გამოაქყვეყნებს მათ...
სამწუხაროდ ყველა მოდერატორი პოლში არ ჩაეტია("არჩატეულებს" არ გეწყინოთ)...ესეც არის ერთერთი მიზეზი,რის გამოც პოლის შედეგი არ არის გადამწყვეტი...(ვიმეორებ:ჩვენი რჩეული მოდერის ნიკს ვაცხადებთ აქ დაპოსტვით,მიუხედავად იმისა-ის პოლში არის მოხსენიებული თუ არა!..და თან ვამატებთ-თუ რატომ მივეცით მას ხმა...)
ვინც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს,ის იქნება -ყველაზე ჯიგარი მოდერი და დასაჩუქრდება ფორუმელთა სიმპათიით
ვინც ყველაზე ცოტა ხმებს მოაგროვებს-ძნელი მისახვედრი არ არის რა ნომინაციაში გაიმარჯვებს
ხო,
რადგან ფორუმზე არის ისეთი ხალხი,რომლებიც ყოველდღე ვერ შემოდის,ამიტომ არჩევნები სჯობს გაგრძელდეს ასე დაახლოებით 5 დღე...ანუ,8 ივნისს ამ დროისთვის გამოქვეყნდება საბოლოო შედეგები...
დარწმუნებული ვარ,შედეგები ძალიან საინტერესო იქნება ყველასთვის და მათ შორის Tim-ისთვისაც...
პატივისცემით-- მიკა(DiamondMan)
P.S.მე ვის მივეცი ხმა და რატომ,
ამას ცოტა ხანში დავპოსტავ...