იბერიულ-კავკასიურ სამყაროში ქართველებთან ყველაზე ახლოს დგანან ვეინახები(ჩეჩენ-ინგუშები). ეს ნათესაობა ვლინდება როგორც ენაში, ისე მატერიალურ კულტურაშიც. ოღონდ ეგაა, რომ დღეს ვეინახების კულტურა ისლამის გავლენით ოდნავ შეცვლილია, თუმცაღა მთიელ ჩეჩნებში(ქისტებში) და ინგუშებში(ღილღველებში) შემორჩენილია ვეინახური კულტურა ისლამამდელი სახით, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს საერთო წარმოშობა.
მაგალითისთვის აქ წარმოგიდგენთ მთიელ ინგუშთა საწესჩვეულებო სიმღერას Аьла дели, ანუ თუ ქართულად ვთარგმნით, "უფალო ღმერთო". ასეთ სიმღერას ჰქვია
ნაზმა და ის სრულდება ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა ხატობა, ქორწილი ანდა მიცვალებულის დასაფლავება. სიმღერას ასეთი ტექსტი აქვს:
Аьла дели е Аьла
Аьла дели е Аьла
Аьла, е Аьла
Аьла дели е Аьла
ქართული თარგმანი
უფალო ღმერთო ო უფალო
უფალო ღმერთო, ო უფალო
უფალო, ო უფალო
უფალო ღმერთო ო უფალო
სიმღერაში გამოყენებულია ჭიანური ანუ ინგუშურად ჭონდარგ-ი
Аьла дели