როდისმე თუ დაფიქრებულხართ იმაზე რომ ის ხმა რომელიც ყოველდღე გვესმის საყვარელი ფილმებიდან, მულტფილმებიდან, გადაცემებიდან და რეკლამებიდანაც კი ეკუთვნის იმ ხალხს რომლებსაც არ ვიცნობთ სახეზე ან პირიქით ვიცნობთ ძალიან კარგად მაგრამ ვერც კი ვხვდებით რომ ეს ისინი არიან.
აი მაგალითად ქუჩაში რომ შეგხვდეთ უაზრო და კაი ხანი მობეზრებული გადაცემის "ვის უნდა 20 000"-ს წამყვანი დუტა სხირტლაძე დარწმუნებული ვარ რომ თვალს გააყოლებთ, შეიძლება ეს უმნიშვნელო ფაქტი დღის მოვლენადაც ჩათვალოთ იმ დროს როდესაც ყველასთვის საყვარელი "ფეირის" ან/და "ოლვეის ულტრას" რეკლამების გამხმოვანებელი შეიძლება მთელი დღე თქვენს გვერდით იყოს, თქვენ კი ამას ვერც კი ხვდებოდეთ...
სად არის სამართალი... რატომ არის ისეთი გაგება როგორიცაა "ცნობილი სახე" და არ არის "ცნობილი ხმა"...

მგონი დროა ხალხმა თავისი გმირები გაიცნოს... რას იტყვით?