ამერიკას რომ არ აწყობს აზერბაიჯანში არეულობა ეგ ხო ერთი...
კიდევ ის, რომ ხალხი არ გამოვა საჭირო რაოდენობით და ძალიან ადვილად ჩაახშობენ როგორც უკვე გააკეთეს

კიდევ ის, რომ ჩამყაყებულია ყველაფერი. ძალიან არიან ჩაფლობილები კორუფციაში და ისეთი გაქანებული დიქტატურა მიდის ვერ წარმოიდგენთ. წითელი ხიდიდან ბაქომდე მთელი აზერბაიჯანი მაქვს მოვლილი მანქანით (მტკვრის გაყოლებაზე) და მეტნაკლებად ვიცი რა სიტუაციაა.. ძალიან ქაქში არიან

ჯერ მარტო ყოველ კილომეტრში ალიევების უზარმაზარი პოსტერებია წამოჭიმული "ბრძნული" წარწერებით და ჰეიდარ ალიევის ინიციალებით. ერთ აზერბაიჯანელს გადავათარგმნინე, მეგონა რაღაც აფორიზმები ეწერა და თურმე ასეთი რამეები წერია, მაგალითად: "აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელია. ვაშა! ჰეიდარ ალიევი.", ან კიდევ "აზერბაიჯანი დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა. გაუმარჯოს აზერბაიჯანს! ჰეიდარ ალიევი"...
ბაქო კი მშვენივრად ცხოვრობს... ისეთი გაჭირვება არაა რომ ხალხი აიძულოს ქუჩაში გამოვიდეს... პირიქით, მგონი ბაქოში უკეთესობისკენ მიდის ცხოვრების დონე. ყოველ შემთხვევაში თბილისს ბევრად უსწრებს განვითარებით. ბაქოს ცენტრში რომ მოხვდები თავი ევროპულ ქალაქში გეგონება. უმაღლეს დონეზეა ყველაფერი. აი რეგიონებმა უნდა იკითხონ.. რეგიონებში გაჭირვებაა. თუმცა საქართველოს რეგიონებთან შედარება არაა.