რატომ არაფერი ვიცოდი ამ პოეტის შესახებ?
ეს დღეებია რაც აღმოვაჩინე და ვტკბები თვითეული მისი სიტყვით.
გენიალური მიგნებები აქვს.
ახასითებს სისხარტე, სიმსუბუქე...
არ გამძიმებს
დახუნძლულია სულიერებით
მოკლე ფრაზაში შეუძლია მთელი სამყარო დაატიოს
ვისც არ წაგიკითხავთ აუცილებლად გაეცანით.
და თუ ვინმემ უკვე იცით რამე მის შესახებ გთხოვთ დაწეროთ.
(ის რომ...)
არჩილ თალაკვაძე
ის რომ ვაშლის ყვავილების მოთმინება
მხოლოდ გაზაფხულით შემოიფარგლება,
ცა რომ ქვევით იყოს საკმარისია ობიექტივის შემობრუნება,
ფოთლები ქარს გადარჩენის მიზნით მიჰყვებიან,
მუზები ხელოვნების მუზეუმში ცხოვრობენ,
ყვავილები იმისთვის შეიქმნა, რომ გამოვიცნო თუ გიყვარვარ...
და რომ მკვდარ პეპლებს წილად რიცხვებს არ უმატებენ,
არის უწყინარი პოეზია.
(ისე ახლოა ცა ჩემს თვალებთან...)
არჩილ თალაკვაძე
ისე ახლოა ცა ჩემს თვალებთან, ბავშვი რომ ვიყო, ვარსკვლავებს შორის ხაზებს გავავლებ.
მაქსიმები
"დიდი ხნის მერე, რომ არ ვიქნებით, მებაღე ჩვენში ყვავილებს ჩარგავს"...
"დამღალა, ღმერთო, პატარა ადამიანების გადიდებამ"...
გენიალურია

წყარო
http://www.lib.ge/each_author.php?32