მაშ ასე:
მაქსიმალურად გავამარტივებ, ადვილი მისახვედრი რომ იყოს

ვყიდულობ 2 ნივთს (A და B)
არის ორი მაღაზია (ალფა და ბეტა)
არის ფასთა ორი კატეგორია: ალფა მაღაზიაში A ნივთს 1-დან 100-მდე რაოდენობით თუ ვიყიდი, ეღირება 20 ლარი, 101-და მეტი 15 ლ. ბეტა მაღაზიაში იგივე ნივთი 1-დან 100 ღირს 12 ლ, 100 და ზემოთ 22 ლ.
ანალოგიური სიტუაციაც ავიღოთ B ნივთზეც: ალფა მაღაზიაში B ნივთს 1-დან 100-მდე რაოდენობით ეღირება 25 ლარი, 101 და მეტი 18 ლ. ბეტა მაღაზიაში იგივე ნივთი 1-დან 100 ღირს 10 ლ, 100 და ზემოთ 20 ლ.
InputBox-ში შემყავს ნივთის სახელი და რაოდენობა, და MsgBox უნდა გამომიგდოს, თუ რომელ მაღაზიაში იქნება ეს რაოდენობა უფრო ხელსაყრელად.
თითქოს მარტივი ამოცანაა, მაგრამ ვერ ვხვდები, რა პრინციპით ადარებს მაღაზიების ფასებს ერთმანეთს. და თან ჩემი საცდელი სკრიპტიც არ მუშაობს
This post has been edited by ზედგინი on 24 Jun 2005, 01:52