დაიწოყო თუ არა დიდი გასაპვნა ამჯერად სახელმწიფო დონეზე?
თუ ეს მორიგი პიარია რომელიც სააკაშვილმა შევარდნაძის მომხრეებს წაართვა?
პატრიარქმა მედვედევს შეთანხმებული გზავნილი გადასცა - სააკაშვილი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 დეკ.'08 / 18:04
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”ვრცელი საუბარი” ჰქონდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან მოსკოვში გამგზავრებამდე და ”შევთანხმდით იმაზე, თუ რა გზავნილი უნდა წაეღო მას რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად”.
”მე მადლიერი ვარ იმისათვის, რომ ყველა ჩვენი ნააზრევი მან სიტყვა-სიტყვით გადასცა და თავისი აზრი მოახსენა იმ ქვეყანას, რომელმაც განახორციელა საქართველოს ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია და აგრძელებს ამ ოკუპაციას,”- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 დეკემბერს ბათუმში მეციტრუსეებთან გამართული შეხვედრის დროს.
მისი თქმით, პატრიარქმა სახალხო დიპლომატიის მისია განახორციელა თბილისსა და მოსკოვს შორის.
”მისმა უწმინდესობამ ძალიან ნათლად უთხრა რუსეთის ხელმძღვანელობას, რომ არასდროს არც ერთი ქართველი არ შეურიგდება საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, საქართველოს მიწების მიტაცებას,”- განაცხადა მან, ”ჩვენ ველით, რომ როდესღაც რუსეთი - და იმედია, რომ ეს როდესღაც იქნება უფრო ადრე, ვიდრე გვიან - დაიკავებს საღი აზრის პოზიციას და მიხვდება, რომ ის რაც არ გერგება, არ შეგერგება”.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს სურს კარგი ურთიერთობები რუსეთთან და მზადაა დიალოგისთვის, თუ ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე იქნება დაფუძნებული.
11 დეკემბერს მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ პატრიარქმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და ეს ”ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს”. მისი თქმით, მედვედევი მზადაა ასევე დევნილების დაბრუნებას დაუჭიროს მხარი.
”იმედია რომ ეს არის სიმართლე,”- განაცხადა სააკაშვილმა და განაგრძო, ”მე უბრალოდ მინდა შევახსენო, რომ ეს ჩვენი ხალხი გამოყარა იქიდან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ჩვენი ხალხის მიერ მიტოვებულ სახლებში დღეს ჩაასახლეს რუსი ოფიცრები. მიწასთან გასწორებულ თამარაშენში, ქურთაში მოსკოვის მერი ლუჟკოვი აშენებს რუსი სამხედროებისთვის ახალ მიკრორაიონს. დაცარიელებულ გალსა და ოჩამჩირეში ჩამოასახლეს რამდენიმე ასეული გადამთიელი ურალიდან რუსულ სამხედრო ფორმაში იმისათვის, რომ შეავსონ ქართველი ხალხის მიერ დაცარიელებული სახლები. ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული და რუსეთის ფედერაცია აღარ ეძახის მათ საქართველოს”.
იმავდროულად, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი პატრონაჟით მზადდება კულტურული დღეები მოსკოვში და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში.
”იმისათვის, რომ შევახსენოთ რუსულ საზოგადოებას იმ დიდ კულტურულ კავშირებზე და დიდ კულტურულ საგანძურზე, რომელიც გააჩნია საქართველოს,”- აღნიშნა მან, ”და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის, რაც ჩვენმა პატრიარქმა მას ნათლად უთხრა: არასდროს არც ერთი ქართველი არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას, საქართველოს ანექსიის დაკანონებას
http://www.civil.ge/geo/article.php?id=20206 * * *
http://www.fact.ge/news.aspxმიხეილ სააკაშვილი რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარების მომხრეა
2008 წლის 12 12, პარასკევი - 17:55
საქართველო მზადაა, 2009 წელს, მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში ქართული კულტურის სეზონი გამართოს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში განაცხადა. “რუსეთში ქართული კულტურის სეზონის გამართვა რუსეთის საზოგადოებრიობასა და მოსახლეობას კულტურაში საქართველოს მიღწევებს გააცნობს და ამ სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ხელს შეუწყობს,” _ განაცხადა პრეზიდენტმა და რუსეთთან სხვადასხვა დონეზე დიალოგის გაგრძელების სურვილიც გამოთქვა. “საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარება სურს, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპის საფუძველზე,” _ დასძინა პრეზიდენტმა.
This post has been edited by jbakur on 12 Dec 2008, 22:11