#57579057 · 28 Feb 2021, 18:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ იყო რელიგიური წინაღობა და ასიმილირდებოდნენ უმეტესად. ეს იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებამდე უკვე ამომწყდარები არ იყვნენ. ის ბერძნები, რაც საქართველოდან სტალინმა გაასახლა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც წავიდნენ, ძირითადად შუა საუკუნეების და შემდგომდროინდელი მიგრაციების შემდეგ მოსულები იყვნენ და არა ძველი ბერძენი კოლონიზატორების შთამომავლები, რაც ასე არ იქნებოდა ქრისტეშობამდე საუკუნეებში ჩამოსულების შთამომავლები რომ გამრავლებულიყვნენ და იდენტობა შეენარჩუნებინათ.
--------------------
უფლისა მიმართ ვილოცოთ
|