უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად და ემოციურად ვაკვირდები სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენებსა და ცვლილებებს. იცვლებიან სახეები, პარტიები ასე თუ ისე მიზნებიც (ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და დოგმატური მიზნების გარდა) კი, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს გამობმული აქვს ერთი ძველი ჩრჩილისაგან შეჭმული და უვარგისი თოკი რომელიც ვერა და ვერ გაწყდა და აფერხებს მის წინ სვლას. ეს თოკი ე.წ დანაფტალინებული პოლიტიკური სახეები რომლისთვისაც ათეული არ მეყოფა, რომ ჩამოვთვალო.
თემა, რომ ჩემის მხრიდან სუბიექტური არ გამოჩნდეს მე არცერთს არ ვასახელებ და გთხოვთ დაასახელოთ მაქსიმუმ 10 და მინიმუმ 3 პოლიტიკური ფიგურა რომელიც უადგილო ადგილას უშნოდ გაჩენილი ,,მეჭეჭივით" აქვს გამოზრდილი ქართულ პოლიტიკას.
მიმაგრებული სურათი
ყველა ადამინი მსახიობია….. ცოდვილნი იბადებიან და ხალხის დასანახავად ცხოვრების ბოლომდე ანგელოზებს თამაშობენ, თუმცა მათი როლი სიცოცხლის ბოლოს მთავრდება და თეტრის გულუხვი მაყურებლებისაგან განსხვავებით, უფალი კარგად შესრულებული როლისთვის სამოთხით არავის აჯილდოვებს” (m.d)