პირველ რიგში განვმარტავ,რომ
1)საქმე არაფერი მაქვს ამ დროს.
2)თემა მსგავს კონტექსტში არ არის,დავსერჩე უკვე;
3)და არც სხვა განყოფილების კონტექსტს მიეკუთვნება.თორემ მოდერატორებზე ნაკლებად არც მე ვიცი წესები და იქ გავხსენი სადაც საჭირო იყო.

ე.ი.
მოგეხსენებათ ყველა ქალს საკუთარი თავის ფეტიში აქვს(გამონაკლისი ,,არაქალების'' გარდა

).ეს ნებისმიერ რამეში გამოიხატება:
კოსმეტიკა,ტანსაცმელი,სამკაულები,აქსესეუარები,აკვიატებული ნივთები და ბრენდები,სუნამოები და ა.შ.მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი ქალისთვის მაინც პირადი ჰიგიენის საგნებია.მე ამას ნამეტნავად რომანტიულ-სექსუალური ტერმინი შევურჩიე - ინტიმი საკუთარ თავთან.

ზოგი ქალი,მზადაა ნებისმიერი თანხა გაიღოს ამ დიდი სიამოვნების მისანიჭებლად საკუთარი თავისთვის და საუკეთესო ბრენდების მიერ წარმოებული ტანსაცმელი მოიხმაროს.არ დაგიდევს კოსმეტიკას და ჰიგიენის საშულაებებს რას მოიხმარს.
ბევრ ქალს ურჩევნია ჰიგიენური საშუალებები და კოსმეტიკა მოიხამროს ძვირადღირებული და ნაკლებათ ფასეული თანსაცმლით შეიმოსოს.მე მივეკუთვნები ამ უკანასკნელ კატეგორიას,რადგან ძვირადღირებული ტანსაცმლის ფეტიში არ მჭირს.მაგრამ შემიძლია თავი გამოვავლინო ძვირადღირებული კოსმეტიკის და ჰიგიენის საგნებისადმი მანიაკალურ ლტოლვაში
მოკლედ თემა კონკრეტულად არის ,,ინტიმურ პროცედურებზე''.
როგორიცაა მაგალიათად:
1) სარკის წინ ტრიალი,შხაპის/აბაზანის მიღების პროცედურა რომელსაც წინ და დასრულების მერეც არანაკლებ მნიშვნელოვანი რიტუალები უძღვის;
2)საკუთარი თმისადმი რომანტიულ-სექსუალური დამოკიდებულება,მთელი თავისი მომხიბვლელი რიტუალებითურთ;
3)საცვლების სტილის,ფერის შერჩევა ხასიათის მიხედვით,ტანსაცმლის ღია ან დაფარულად სექსუალური ეფექტი;
4)მაკიაჟის თავისებური,პერსონალური შტრიხები,რომელიც ინდივიდუალურად ქალის სახის ნაკვთებს წარმოაჩენს..გარკვეული ,,შუქ-ჩრდილები'' ხელოვანის თვალით დანახული და ,,შექმნილი'' და ასე ,,შექმნილი'' ქალი სილამაზის ნიმუშია რაც უნდა ნაკლებად მომხიბვლელი იყოს მის გარეშე

მაგალითად:
ნებისმიერი მამაკაცისთვის ქალი ნამეტნავად სექსუალურია შხაპის მიღების პროცესში.სველი თმით და შიშველ სხეულზე დაყრილი წყლის წვეთებით.
მაგრამ ქალისთვის კარგი ინტიმური გელი გაცილებით მეტად სექსუალური და სიამოვნების მიმნიჭებელია,ვიდრე შხაპის ქვეშ მდგარი შიშველი საყვარელი მამაკაცი

ყველა კაცისთთის სარკის წინ მჯდარი აბაზანის ხალათმოსხმული ქალი,რომელიც სველ თმას ივარცხნის,მეტისმეტად სექსუალურია.მაგრამ დამიჯერეთ ქალისთვის იგივე მდგომარეობაში მყოფ მამაკაცზე გაცილებით სექსუალური კარგი ხარისხის თმის ფიქსატორია.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო(რაღა ბევრი დისერტაციასავითაა

),კაცებისთვის ქალი ყველა პოზაში და ყველა სამოსში სასურველია,აი ქალი კი ბევრ რამეში აყენებს მამაკაცზე წინ უსულო საგანს.მაგალითად არც ერთი ქალი არ გაცვლის არავითარ შემთხვევაში ინტიმს საკუთარ თავთან,საყვარელ მამაკაცზე
ნამდვილად გაქვთ საეჭვიანოდ საქმე

მეთანხმებით გოგოებო?
