ეს ორკაციანი ბანდა ჩემი სულისკვეთებაა 

 ადრე შმინდების თემაში დავდე ამათ ალბომზე ლინკი და კომენტარი არავის გაუკეთებია  

  მაგრამ დღევანდელ სცენაზე ბევრი არ მახსენდება ასეთი გულიანი, ჯანსაღი იუმორის, ხალისის მოყვარული, ჯლიგინა საზოგადოება. ორი ახვინტრიცებული კანადელი მღერის მიუღწეველი გოგოებით დაკომპლექტებული პლიაჟების დაპყრობაზე, არშემდგარ სიყვარულებზე, ერთღამიან რომანსებზე, ბათქაბუთქებზე და აზრიან სექსებზე. ძალიან მნიშვნელოვანი სიმღერები აქვთ  

  მუსიკალურად გარაჟროკს ეძახიან საკუთარ თავს, მაგრამ რატომღაც მე Daydream Nationის ეპოქის ბგერით ახალგაზრდობას მაგონებს. არ ვიცი, მოკლედ შააფასეთ, ვისაც არ გქონიათ ბედნიერება
ცნობილი სადებიუტო ალბომი
Japandroids - Post-Nothing (2009)
http://www.mediafire.com/?hfznek2zgm2  
მიმაგრებული სურათი
