#39799093 · 11 Feb 2014, 14:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„პირველი ნაბიჯი საქართველოს“ შინ მომსახურების პროგრამა მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს სთავაზობს სპეციალისტებისა და აღმზრდელის უფასო მომსახურებას ოჯახებში.
შინ მომსახურების პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ბავშვის მოვლა და განვითარება ოჯახში, დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ოჯახის გაძლიერება, სოციალური გარემოს მოწყობა, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
შინ მომსახურების პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომლებიც აკმაყოფილებენ სამივე კრიტერიუმს ერთად: ბავშვები/ახალგაზრდები 3-დან 18 წლამდე; მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (მძიმე ფიზიკური და/ან ინტელექტუალური შეზღუდვა) ბავშვები/ახალგაზრდები, რომლებიც ვერ სარგებლობენ დღის ცენტრის, სკოლის და სხვა მომსახურებით; სოციალურად დაუცველი ოჯახები. პროგრამამ დაიწყო მონაცემთა ბაზის განახლება, მომსახურების მიწოდების მიზნით დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ: 2603604; 568273738; მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას 21ბ
|