მოკლედ ეს ბარგის ლაგება დიდი თავსატეხია ხოლმე რა ჩემთვის. არ არსებობს, რომ მაინც რამე არ დამრჩეს.
რაც მთავარი იყო - ჰამაკი - მივაყუდე აგერ და ეს არ დამრჩება ნაღდად.
ესე იგი, მარაო ჩავდე, ფენი ჩავდე, ლოსიონები ჩავდე, მანიკური ჩავდე, დამტენი ჩავდე, ჭკვიანი წიგნები ჩავდე. ბლოკნოტი ჩავდე? ჩავდე. თმის სამაგრები ჩავდე. სამივე ყვითელი სარაფანა ჩავდე, კბილის ჯაგრისს ხვალ ჩავდებ, სათვალეს ჯერ ვერ ვიკეთებ, ასე რომ ვტოვებ აქ, კუპალნიკი ჩავდე, რა იცი რაში დამჭირდეს, ფოტოაპარატი ჩავდე, დისკები ავიღე, მერიმე მიმაქვს, ნწ ამ შორტებს არ წავიღებ.
იმედია ისეთი არაფერი არ დამრჩება, რომ ვიდარდო.