#1712093 · 8 Aug 2005, 03:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს საზოგადოებაში, მას-მედიაში და პოლიტიკურ წრეებში ხშირად მიდის დებატები კონფლიქტების პოლიტიკური გზით გადაჭრის ოფციებზე და გზებზე. ძალიან იშვიათად ხდება კონფლიქტების მოგვარების შესახებ საუბარი ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით (არ ვგულისხმობ დებატებს სარკინიგზო ხაზის აღდგენის პროექტზე, აქ ბევრი კითხვა უპასუხოდ არის დატოვებული). ამ ორი კომპონენტის გათვალისწინება იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც პოლიტიკური ფაქტორი. საერთაშორისო პოლიტიკაში და ურთიერთობებში არსებობს თეორიები, რომლთა თანახმადაც ორ მხარეს შორის კონფლიქტის საშიშროება პროპორციულია ამ მხარეებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსივობასთან. რაც მეტად ინტენსიური და ინტერდიპენდენტურია ეკონომიკური ურთიერთობები მხარეებს შორის, მით ნაკლებად არსებობს კონფლიქტების საშიშროება. აქ ხაზი მინდა გავუსვა სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორს საქართველოს მთავრობას და კონფლიქტურ მხარეებს (სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებთან) ამ კუთხით მუშაობის მნიშვნელობაზე კონფლიქტების მოგვარების (მოლაპარაკებების) პროცესში.
აქვე მინდა ერთდროულად ჩემი მოსაზრებაც გადმოვცე და კითხვაც დაგისვათ. არის თუ არა საქართველოს მოსახლეობა, თითოეული ჩვენგანი, მზად, გერმანიის მაგალითის გათვალისწინებით, ერთგვარი გადასახადი (გერმანიაში თითოეული მოქალაქე და დროებით თუ მუდმივად მცხოვრები იხდის Solidaritätszuschlag-ს (სოლიდარულ გადასახადს) ხელფასიდან აღმოსავლეთ გერმანიის (ე.წ. "ახალი" ფედერალური მიწების) განვითარების ფონდში) შეიტანოს კონფლიქტური რეგიონების ეკონომიკურ-სოციალური განვითარების ფონდში? ამით, ჩემი აზრით, გაიზრდება მოსახლეობის როლი კონფლიქტების მოგვარების პროცესში, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის მორალური (ხსვას ამ შემთხვევაში ხაზი რომ არ გავუსვა) პასუხისმგებლობა მისი მოქალაქეების, გადასახადების გადამხთელთა წინაშე. მოსახლეობის თვითშეგნებაში ღრმად გაჯდება კონფლიქტური ზონების და მათი მოსახლეობის საქართველოს დანარჩენ ნაწილთან სრული ინტეგრაციის აუცილებლობა და უალტერნატივობა.
არსებობს თუ არა ამისათვის საკანონმდებლო ბაზა ან რამდენად რეალური, გამართლებულია ამგვარის შექმნა? რა უპირატესობა ან ნაკლი აქვს ან მოსაზრებას? ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეკონომისტების მოსაზრებაც. რა შედეგს იქონიებს ეს მოდელი (თავს მივცემ უფლებას მას ასე ვუწოდო) მოლაპარაკებების პროცესზე?
--------------------
Dwight D. Eisenhower: "a soldier's pack is not so heavy a burden as a prisoner's chains."
|