საღამომშვიდობის, ვისთვის დღემშვიდობის ან ღამემშვიდობის. დაგასწარით ყველას თემის გახსნა
Changan Eado

Changan Benni

ვფიქრობ დროულია რადგან 1-თვეა ვუყურებ აეროპორტში ახალ ელექტროტაქსებს. აეროპორტის ტაქსებმა ზოგადად შეცვალა ავტოპარკი. შემოიყვანეს ბოლო მოდელი კამრი ჰიბრიდები და ელექტრომანქანები Changan Eado EV460 ( თუ არ ვცდები ეგ მოდელია ) თან საკმაოდ ბევრი.
აეროპორტის გვეძე ავტოსადგომზე დადგეს 6-7 სწრაფი დამტენი ამ ელექტრომანქანებისთვის. როგორც ჩანს კარგად არიან მომზადებულები და დაჟინებით აქვთ გადაწყვეტილი ელექტროთემაზე გადასვლა.
მე როგორც გავიგე Changan Eado EV460 რომელიც ეხლა აეროპორტში დგას უნდა აიწყოს ქუთაისში. ასევე აიწყობა ჰეჩბეკის სტილის მოდელი Changan Benni. შემდგომ იმედებს ამყარებენ რო კარგად წაუვათ საქმე და ჯიპის აწყობასაც გეგმავენ.
დარწმუნებული ვარ აქტიურად მუშაობენ ეხლა იმ თემაზე თუ როგორ შეაწყიდონ ძალით ხალხს ეს მანქანები. სავარაუდოდ უნდა ველოდოთ 2020-წლიდან ბენზინზე ფასების ზრდას და უაზრო რეგულაციებს.
თუ ტვინი დაგეღლებათ შეგეძლებათ წახვიდეთ და განვადებით შეიძინოთ ახალი თინური ბიბიკო რომელიც უკვე დაზღვეული იქნება, არ დასჭირდება მალ-მალე ტეხასმოტრები, უფასო იქნება მისთვის ქალაქში პარკირება, დენის ტარიფი სახლში შეგიმცირდებათ იმის ხარჯზე რო ელექტრო მანქანის მომხმარებელი ხართ, გარკვეულ სხვა აქციებშიც მიიღებთ მონაწილეობას და ა.შ. Changan-თქვენს გვერდითაა

თეგეტა დაიწყებს ევროპული ხარისხით წარმოებული უახლესი ჩინური პაკრიშკების გაყიდვას სპეციალური აქციებით ელექტრომობილებისთვის და ა.შ.
სანამ მანქანები მაქსიმუმ 10-წუთში ბოლომდე არ დაიტენება მე გადამჯდომი არა ვარ ელექტროზე. სარი უთხრიათ თვალში

თუ სადმე შემთხვევით ცრუ ინფო დავპოსტე ძაან ნუ გამტყიპავთ

წარმატებები ჩინურ, ირანულ, ინდურ, რუსულ ბიზნესებს საქართველოში

ჩვენ ქართველ ბიზნესმენებს არ სცალიათ ისვენებენ
* * *
მანქანების შესახებ მონაცემები იხით ამ გვერდზე : www.globalchangan.com