#48312953 · 10 Jul 2016, 13:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ArxeoptericS არ გადაეცემა. ეგ მოდიფიკაციური, არამემკვიდრული ცვალებადობაა. შენ მშობლებისგან მიიღე გენი, რომელიც განსაზღვრავდა სიმაღლეს, მაგრამ არა ზუსტ ზომას მეტრებში და სანტიმეტრებში. მაგალითად მამაშენისგან რომ მიიღე გენი, იქ არ "ეწერა", რომ ზუსტად 2 მეტრი უნდა გაზრდილიყავი, გენში მითითებული იყო სიმაღლე ვთქვათ 1.75-2.05(ეს სიტყვაზე, სინამდვილეშიარ ვიცი რამხელა შუალედი შეიძლება იყოს მინიმუმს და მაქსიმუმს შორის.), და მერე გარემო პირობებზე იყო დამოკიდებული მაგ შუალედიდან რამხელა გაიზრდებოდი. იგივე დედაზეც. გენს ვერ შეცვლი არასწორი კვებით, მავნე ჩვევებით და შტანგის აწევით, ადამიანის გენი მარტო ყალიბდება მშობლების გენების შერევით და იცვლება მუტაციით, სხვა ფაქტორები არის მოდიფიკაციური, იგივე არამემკვდრული ცვალებადობა.
QUOTE | ჩემს შვილს გენეტიკურად ბებია-ბაბუის სიმაღლის გენი გადაეცემა? |
ამას რაც შეეხება, შენს შვილს გადაეცემა შენი(ანუ შენი დედ-მამის ნარევი) და დედის(ანუ იმის დედ-მამაის ნარევი) გენები.
ესეა ძირითადად, თუ რამე მეშლება, დაწერენ ალბათ.
This post has been edited by CutOffHands on 10 Jul 2016, 13:19
|