გამარჯობათ!
უნივერსტეტში მომცეს პატარა დავალება:
ვინმე ნაკლებად ცნობილ მსახიობისთვის დამესვა კითხვები. ვინმეს თუ შეგიძლიათ როლი ითამაშოთ და შემდეგ კითხვებს (ადეკვატურად) დაუსვათ პასუხები. წინასწარ დიდი მადლობა

))
1. -რატომ აირჩიეთ მსახიობობა, იყო თუ არა რამე ალტერნატივა და თუ იყო, რომელი და რატომ მაინცდამაინც ეს სფერო?
2. -თეატრის მსახიობობა უფრო გიზიდავთ თუ კინომსახიობობა? როგორ ფიქრობთ, თეატრის მსახიობობა უფრო საინტერესოა თუ კინომსახიობობა?
3. -რომელ რეჟისორებთან გიმუშავიათ?
4. -რომელი როლი გახსენდებათ თქვენი ცხოვრებიდან? რომელი იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო?
5. -რომელია თქვენი საყვარელი თეატრის მსახიობი (კაციც და ქალიც)? თუ გნებავთ მიაწერეთ კინოს მსახიობებიც.
6. -საკუთარი სპექტაკლის დადგმის პრაქტიკა თუ გქონიათ? როგორ მიგაჩნიათ, წარმატებული იყო თუ არა ეს პრაქტიკა?
7. -უცხოეთში მოღვაწეობაზე რა აზრის ხართ?
8. -თქვენი აზრით, არის თუ არა რამე განსხვავება ახალი თაობის და ძველი თაობის მსახიობებს შორის, ანუ, ძველი თაობის მსახიობები უფრო შთამბეჭდავები არიან თქვენთვის თუ ახალი?
9. -რომელი თეატრი შეგიძლიათ დაასახელოთ, როგორც თქვენთვის ყველაზე საინტერესო? (ყველაზე შთამბეჭდავი, სადაც ისურვებდით მოღვაწეობას, იგულისხმება ქართულიც და უცხოურიც)
10. -რამდენად კმაყოფილი ხართ ქართული თეატრალური სივრცით, რა მოგწონთ ან არ მოგწონთ მასში, რას შეცვლიდით თქვენზე რომ ყოფილიყო ეს დამოკიდებული.
ჩაბარების ვადა დღეს იწურება, ასე რომ რასაც შეძლებთ მომწერეთ