The Beast Inside არის პატარა, დამოუკიდებელი პოლონური სტუდია Illusion Ray Studio-ს ჰორორ თამაში, რომელიც შარშან ოქტომბერში გამოვიდა.
ეხლახანს მოვრჩი და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი ისე მომეწონა. ეს თამაში არის story-driven და ნახევრად open world-ი, მოქმედება 1970-იანებში და 1860-იანებში ვითარდება. ჰორორის გარდა თამაშში adventure-ის ელემენტებიც არის (საკმაოდ ჭკვიანური თავსატეხების სახით).
თამაშს აქვს საოცარი და იდუმალებით მოცული ატმოსფერო, საუცხოო ლოკაციები/დიზაინი, ულამაზესი გრაფიკა და ძალიან მაგარი სიუჟეტი, რომელიც მოთამაშეს ბოლო მომენტამდე გაურკვევლობაში ამყოფებს.
თამაშს აქვს რამდენიმე დასასრულიც.
პ.ს. ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ ფრთხილად უნდა ითამაშოთ, მეც კი რამდენჯერმე წამოვიყვირე შიშისგან თამაშის დროს (არადა ბავშვობიდან "უჟასები" საერთოდ აღარ მაშინებენ)
ერთადერთი "მინუსი" რაც ამ თამაშს შეიძლება მოვუძებნოთ არის მისი შედარებით მოკლე ხანგრძლივობა (მე 18 საათში დავხურე მაგალითად), თუმცა მეორეს მხრივ ეს იმას ნიშნავს რომ არაფერი გაწეილილი არაა და შესაბამისად უბრალოდ შეუძლებელია რომ მოგბეზრდეს.
მოკლედ, ვისაც ჰორორ თამაშები და ფაზლები გიყვართ აუცილებლად გირჩევთ.