გუშინ გავიგე, რომ ირმის ნახტომი უკვეთავს კლავიატურას ალტას. კლავიატურაზე დაიდება რაცხა ახალი განლაგება, რომელიც განათლების სამინისტრომ თვითონ მოიგონა (მე ეჭვი მაქვს რომ ეს არის G13n ანუ გია შერვაშიძის განლაგება). მე განლაგება ვნახე. ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა რომ ეს არის საშინელება. რომ ეს არის სტრატეგიული შეცდომა და ამის შემდგომი გამოსწორება შეუძლებელი იქნება რადგან სკოლებში ბავშვები ისწავლიან ამ განლაგებით.
ზოგადად განლაგების ამოცანაა ქართულ რეჟიმში მუშაობისას უზრუნველყოს ყველა საჭირო ქართული ასო-ნიშნის აკრეფა. ირმის ნახტომის განლაგებაში არაა პარაგრაფის ნიშანი, არაა ნომრის ნიშანი, არაა ქართული ბრჭყალები (ანუ ზედა და ქვედა ბრჭყალები), ანუ თავიდანვე ვცვლით ქართული დამწერლობის წესს!.
განლაგება დაფუძნებულია ე.წ. ლათინურ განლაგებას, რომელიც თავისთავად საშინელებაა რადგან არ ითვალისწინებს ქართული ენის სიხშირულ მახასიათებლებს. როცა ეკითხები "კი მაგრამ რატოა ლათინურზე?" პასუხი აბსოლუტურად სულელური - "აბა ქართველი უცხოეთში თუ წავიდა მერე ქართულად როგორ აკრიფოსო?". თქვე კაი ხალხო, ვიზე ზრუნავთ გარეთ გასულ ქართველებზე თუ საქართველოს მომავალზე? მეორე პასუხი ასეთია - "ხალხი შეჩვეულია და ხომ არ გადავაჩვევთო". ესეც მეტად სულელური პასუხია. ხალხი Windows-ს რომაა შეჩვეული არც კი გიფიქრიათ და Linux-ს სთავაზობთ, და ახლა კი უცებ ხალხის ჩვევა გაგახსენდათ? სხვა თუ არაფერი, იმ სკოლებში სადაც მიგაქვთ ეს კომპიუტერები ხალხი იმდენად არაფერს არაა შეჩვეული და ახლა უნდა ისწავლოს!!!
ვითომ ოპტიმიზაციის მიზნით, ორმაგი დანიშნულების კლავიშები (Shift-ით რომ იკრიფებოდა ორი სხვადასხვა ასო ერთი კლავიშით) განაცალკევეს და ორი ქართული ასო "ჟ" და "ჭ" დასვეს ციფრულ კლავიშებზე. ეს საერთოდ ნონსენსია. და რატო დასვეს იცით? იმიტომ რომ შეენარჩუნებინათ წერტილის და მძიმის ადგილი ქვედა კლავიშებზე.

ეს ლათინური განლაგება გაჩნდა იმიტომ რომ საქართველოში ცოდნის და ტექნოლოგიების სიდუხჭირე იყო. ახლა თითქოს დაიძრა საქმე და უცებ იგივე ლათინურს თანაც უარესად დამახინჯებულს მომავალ თაობასაც ვუტოვებთ ანდერძად. შანსი არის (ან იყო) გამოსწორების და ვიკიდებთ.
მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ნახევარქათმული საქმეებისა. სამწუხაროდ ახლა სწორედ ასეთი სტანდარტი გამოდის. ერთის მხრივ ზრუნავენ რომ არ იყოს ასოს აკრეფა ორ კლავიშზე დაჭერით (ერგონომიული თვალსაზრისით ხელმძღვანელობენ), მაგრამ მეორე მხრივ ასოები ააქვთ ზედა ველში. რაც ერგონომიის თვალსაზრისით საზიზღრობაა. ხელმა ძალიან დიდი მანძილი უნდა გაიაროს აკრეფვისას.
შანსი გვაქვს და არ ვიყენებთ. მსოფლიოში ცნობილია თითების თითების სახსრების დაავადება რომელიც გამოწვეულია qwerty-ს არაერგონომიურობით. qwerty იმდენად გამჯდარია რომ რამდენიც არ ცადეს მისი შეცვლა არაფერი გამოვიდა. ჩვენ შეგვიძლია (შეგვეძლო) გაგვეკეთებინა ისე რომ ეს ქართულენოვან საზოგადოებას არ შეხებოდა, და ეს უშნო გამჯდარი ლათინური განლაგება მოგვეცილებინა, მარა როგორც ვამჩნევ არ გამოდის

თუ კეთდება რაღაც ახალი, ბარემ უნდა გაკეთებულიყო კარგი. ეს კი იგივე ლათინურ განლაგებაზე უარესია რადგან სახელმწიფომ დეფაქტოდ აღიარა.
რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს ჩემთვის ამაში ჩემი ბრალიცაა, რადგან მივანდე სტანდარტიზაციის დეპარტამენტს სტანდარტის მიღება და აღარ შევაწუხე და აღარ შევუფუცხუნე.
აი ასეთი საინტერესო ამბები ხდება ირმის ნახტომში. მააშ.
საინტერესოა რაიმე კვლევა მაინც თუ ჩაატარეს. არამგონია. უბრალოთ თქვეს "კაი პონტია". არც დაინტერესდნენ, იქნებ არის კიდევ სხვა განლაგებები ლათინურზე დაფუძნებული, რომლებიც ამ საშინელებას სჯობს.
მოკლედ მე მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს და ეს არ არის ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ რაც უფრო შორს მიდის მით უფრო დისკრედიტაციას განიცდის ირმის ნახტომი ჩემს თვალში. ეს ჩემი პირადი აზრია. ნეტა ვცდებოდე.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)