Otoryრატომ არ გამოვა

?
იგივე ლოკოკინა 1000 თავით ჯობია.
ავხსნი რატომ:
აქ ლაპარაკი თუ როგორ გამოვთქვათ. გამოთქმა უნდა იყოს მკაფიო და გასაგები და იშვიათი იმ თვალსაზრისით რომ ორჯერ ეს სიტყვა მისამართის თქმის დროს არ გაიგო, თორემ აუცილებლად შეგეკითხებიან მისამართს ახლიდან.
ამიტომ "სახელი ლოკოკინა დომენზე" მშვენიერია მოსასმენად, იმიტომ რომ სიტყვა ლოკოკინა ცალსახად გამოყოფს სახელსა და დომენს, სახელსა და ამ ნიშანს შორის დაპაუზება არ გინდა თქმის დროს.
ლოკოკინა, ნიჟარა თითქმის ერთ დონეზე გადის მაგრამ, ლოკოკინას ჩემი სუბიექტური აზრით მეტი სილამაზე აქვს - ლოკოკინა ობობას მეგობარი გახდება რა

)
ეთ-ს რაც შეეხება მისი დაფიქსირება ლაპარაკის დროს როცა მისამართს იძახი ცოტა რთულია, იმიტომ რომ სანამ იტყვი "ეთ" უნდა აუცილებლად დიდი პაუზა გააკეთო რომ კაცი მიხვდეს ახლასახელი მორჩა და "ეთ" იმიტომ თქვაო
ასე მგონია, ლოკოკინა მაგრად მომეწონა.
თან ბოლო ბოლო რა გახდა, ამ პატარა სიმბოლოს ლამაზი ქართული სახელი არ უნდა მოვუფიქროთ? ფანტაზია + სიტყვების მარაგი = 0-ს???
გასკდნენ მეზობელი ქვეყნის ფორუმზე როცა ნახეს რომ იგივე ფირმის ფორუმი გაგვაჩნია, მაგრამ ქართული ასოებით ვწერთ (ამაზე Tim-s მადლობა).
Anonimous@Server კარგი იყო!
გინდა ეთ დაუძახეთ, გინდა ეთუნა. მე ლოკოკინა მომეწონა, თუმცა "ანი" ჩემი მოფიქრებული იყო და ხმაც მას მივეცი, ახლა ლოკოკინას ვემხრობი.
კახა, ხინკალიც კარგია, მაგრამ როცა მისამართს გეუბნებიან შეიძლება ყურადღება გაგეფანტოს

) და დომენის სახელი ვერ გაიგო.
This post has been edited by PBero on 5 Mar 2004, 10:11