#35941389 · 9 Apr 2013, 13:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სად იყავით როდესაც მსოფლიო ინგრეოდა?ნახეთ ეს როგორ ხდებოდა?ნახეთ თუ არა ის რასაც მე ვხედავდი?ნახეთ ცა,ჯერ აალებული შემდეგ კი ქვისფერი ღრუბლებით დაფარული?მდუღარე მდინარეები და ზღვები,რომლებიც ნაპირზე ცოცხლად მოხარშულ არსებებს რიყავდნენ.შავი მზე,რომელიც წლობით არ ჩანდა ცაზე.სახლები რომლებიც წამში მტვრად იქცნენ,ხალხი კი ფერფლად.გესმოდათ როგორ ითხოვდნენ შველას?ნახეთ თუ არა ეპიდემიისაგან და გამოსხივებისაგან გაწყვეტილი ხალხი?გესმოდათ მათი წყევლა-კრულვა? ნახეთ როგორ მოკვდა მსოფლიო?იცით ვინ არის დამნაშევე?ვინ იცნობს მათ,ვინ ღილაკის ერთი დაჭერით,ისე რომ ვერც ნახა ეს,როგორ გაანადგურა ათასობით ადამიანი?უკიდეგანო მწვანე ტყეები გადამწვარ უდაბნოდ გადააქცია,რა უქენით ამ ქვეყანას,რა უქენით ჩემს ქვეყანას?როგორ გაბედეთ და აიღეთ პასუხისმგებლობა,რომ ის ამ არარაობად გადაგექციათ?დედამიწას არ უნახავს იმაზე დიდი ბოროტება ვიდრე თქვენი მექანიკური ცივილიზაციაა,ცივილიზაცია რომელმაც ბუნებას უსულო მექანიზმები დაუპირისპირა!მათ ხომ უნდოდათ რომ ბოლომდე გაეთელათ,შეეჭამათ და მოენელებინათ მსოფლიო,მაგრამ ვეღარ მოზომეს და საკუთარი თავი გაინადგურეს...თქვენი ცივილიზაცია სიმსივნეა,გიგანტური ამება,რომელიც ხარბად ისრუტავს ყველაფერს სასარგებლოს და მარგებელს,ბოლოს კი საზიზღარ ნარჩენებს გამოყოფს.მკვლელებო!
ეს არის ნაწყვეტი წიგნიდან metro 2033.
ნუ მე დავფიქრდი უცებ.
--------------------
სახლები დავუწვათ!
|