ადრე ვნახე რომელიღაც განყში (მგონი აქ) ბორჯღალის შესახებ ინფო, ეხლა გადავქექე ფორუმი და ვერსად მივაგენი. რაც მაინტერესებს, ის ვიკიპედიაში არაა დაზუსტებული. კონკრეტულად მაინტერესებს ბორჯღალის სხივების მიმართულება - რომელია დადებითი და რომელი უარყოფითი მნიშვნელობის მატარებელი.
1. ეს ყვითელი ბორჯღალი, რომელიც ბრუნავს მარცხნიდან მარჯვნივ ანუ საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ როგორი ენერგიის და დატვირთვის მატარებელია

2. და ეს - წითელი ბორჯღალი, რომელიც ბრუნავს მარჯვნიდან მარცხნივ, ანუ საათის ისრის მიმართულებით, რა სახის ენერგიას ატარებს

მოდერ, შეიძლება არასწორად გავხსენი თემა, მაგრამ მომიტევე, ინფო ვერ ვნახე. თუ სწორ ადგილას გადაამისამართებ, მადლობელი დაგრჩები, თუ არადა იქნებ გამცეს ვინმემ სწორი პასუხი და მერე მე თვითონ მივხურავ თემას.