ალბათ საუბარია ე.წ. Avian infuenza (avian flu)-ზე ანუ ქათმის გრიპზე. ასე რომ ''ჭირს" არ დავარქმევდი.
საუბარია გრიპის ვირუსის ერთერთ შტამზე რომელიც როგორც სახელი მიუთითებს იწვევს ქათმების დაავადებას, თუმცა რამოდენიმე შემთხვევა იყო აღწერილი ადამიანებშიც.
ჩემი აზრით ამ დაავადებასთან დაკავშირებით ზედმეტი განგაშია ატეხილი ამ ეტაპზე მაგრამ ვინაიდან გრიპს ეპიდემიური ხასიათი აქვს და ხანდახან ცუდადაც მთავრდება ამერიკელები თავის საქმეს აკეთებენ და ხალხს აფრთხილებენ. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც რუსებმა გამოაცხადეს რომ მათთან (ქათმებში) გავრცელდა ეს ვირუსი.
რათქმაუნდა ძნელია ვინმეს ურჩიო რომ "დაიკიდოს" ეს გაფრთხილება მაგრამ მე მაინც გადაჭარბებულად მიმაჩნია. მოკლედ პირადად თქვენმა მეგობარმა უნდა გადაწყვიტოს.
მანამდე კი თქვენ და თქვენი მეგობარი შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ინფორმაციას ამ საიტზე:
http://www.cdc.gov/flu/avian/gen-info/facts.htm