ხალხო, მართალია პანკის და პოსტ-პანკის თემები ცალ-ცალკე უკვე არსბეობს ამ ფორუმზე, მაგრამ მე მეტი ხალხის ყურადღება მინდა მივაპყრო ამ პერიოდს.
ეს არის ჩემი ალბათ ყველაზე საყვარელი პერიოდი და მუსიკა, 70-80-იანებში და ახლაც, იყვნენ და არიან სასტიკად დაუფასებელი ჯგუფები, რაც ძალიან მწყინს თავისთავად, მაგრამ რას ვიზამთ.
ამ თემაში მინდა დავდო ხოლმე ისეთი ჯგუფების ალბომები, რომლებიც ასე თუ ისე Joy Division-ივით განთქმულები არ იყვნენ, მაგრამ ამ მუსიკის მსმენელმა მაინც იცის მეტ-ნაკლებად და რაც მთავარია არის ჟანრის მარგალიტი თუ შეიძლება ასე ითქვას.
მაგალითად The Pop Group, ამ ფორუმზე ალბათ სულ ხუთმა ადამიანმა იცის, არადა პოსტ-პანკის მოყვარულები მეტნი არიან.
მოკლედ, თუ მოდერატორები ამ თემას ზედმეტად არ მიიჩნევენ, სიამოვნებით ავტვირთავ ასე თუ ისე შედარებით უცნობი ჯგუფების (და ნაცნობისაც) აუცილებლად მოსასმენ ალბომებს მინიმალური ინფორმაციებით.
მაშ ასე
მინდა დავიწყო ზემოთ ნახსენები ჯგუფით
The Pop Groupეს გახლდათ ექსპერიმენტალ პოსტ-პანკ ჯგუფი ბრისტოლიდან. ჩემი ბოლო დროის გაჭედვაა.
ჯგუფმა იარსება მხოლოდ ორი წელი (1978 - 1980) და გამოუშვა ორი ალბომი და რამოდენიმე სინგლი.
იყო ძალიან პოლიტიკური და გამოირჩეოდნენ ძალიან აგრესიული ლაივ პერფომანსებით, ამასთანავე მგონი პირველი ჯგუფია, ვინც პოსტ-პანკი და ფანკი შეუხამა ერთმანეთს.
ნიკ კეივმა თქვა, ბრიტანეთში ორი გენიალური ბენდი ვიცი სულ და ესენია Joy Division და The Pop Group-იო.
დღეს მინდა დავდო ამ ჯგუფის მეორე ალბომი, რომელიც არის თავიდან ბოლომდე გენიალური, ეს ალბომი ყველა მელომანმა უნდა მოისმინოს.
ეს ისეთი მუსიკაა, რომელიც მოეწონება როგორც მაგალითად შონბერგის, ისე Sex Pistols-ის მოყვარულებს.
ეს არის გენიალური შერწყმა პანკის, პოსტ-პანკის, ფანკის, ნოიზის და Free Jazz-ის.
ტრეკებში კი უცებ ისეთი ავანგარდული ფორტეპიანოს და საქსოფონის შერწყმები იჩითება, რომ ვსლევდები
არ ვიცი, სასწოული ალბომია, სასწოული.
სიტყვით ვერ გადმოვცემ.
The Pop Group - Y (1979)

"She Is Beyond Good and Evil" – 3:23
"Thief of Fire" – 4:35
"Snow Girl" – 3:21
"Blood Money" – 2:57
"We Are Time" – 6:29
"Savage Sea" – 3:02
"Words Disobey Me" – 3:26
"Don't Call Me Pain" – 5:35
"The Boys from Brazil" – 4:16
"Don't Sell Your Dreams" – 6:40
Bin.ge
* * *
meta:
rekuso
Start
OK?
Milkman
Charlotte_Sometimes
<DADA>
Kafka
Parfumeria
This post has been edited by the_lizard_king on 27 Aug 2009, 01:10