მეზობელ თემებში ბევრი ძალიან საინტერესო და კარგად დაწერილი ფორუმელთა ნაწარმოებებია... მოთხრობები, ჩანახატები, ლექსები, აზრები...
პატარა კონკურსის მაგვარი რომ გაგვეკეთებინა არ იქნებოდა ურიგო

მაგალითად:
ყველა ვინც თვალს ადევნებს გამოქვეყნებულ ნაწარმოებებს და ავტორებს, დაასახელებს იმ ფორუმელებს ვისი ნაწარმოებებითაც მოიხიბლა.
ესე იგი :
ავტორი და ნაწარმოების სახელწოდება(სათაურის გარეშე თუ არის, პირველი წინადადება ნაწარმოების, ანაც სახელი თქვენ თვითონ შეუქმენით, რა თქმა უნდა ავტორთან შეთანხმებით)
როცა ავტორთა საკმაო რაოდენობა თავს მოიყრის პრიზებზეც შეიძლება საუბარი.
ბოლოსდაბოლოს ხალხი შრომობს და თავის შინაგან სამყაროს ფორუმზე გვანახებს, ხოლო ჩვენგან პატარა შეფასების მეტს(ისიც ჩუმად, ჩვენთვის ვაფასებთ) არაფერს ღებულობს.
ასე რომ, საინტერესოა თქვენი აზრები და შემქმნელ ფორუმელთა შემოქმედების რეიტინგი.
This post has been edited by Bis-Polaris on 3 Oct 2005, 13:10
Все созданное подвержено закону разрушения, достигайте цели за счет нераспущенности.