შეიძლება ბევრს არ გაგიგიათ თანამედროვე ქართველი პოეტი ირაკლი კირკიტაძე. ირაკლის პროზაც მომწონს, მაგრამ უფრო პოეზია. პოეტის დებიუტი შედგა 2011 წლის 16 იანვარს გაზეთ "გალაკტიონში".
ავტორის ლექსები:
http://lib.ge/authors.php?1587 ავტორის ბლოგი:
http://kirkiii.blogspot.comჩემი საყვარელი ლექსი:
ზემოთ ქვესკნელში
მონაბერ ქარებში ჩამალულ აჩრდილებს.
წამებში გარდასულ გაფატრულ არწივებს.
მომაკვდავ დედის დანამულ დანას.
ამ ციხეკოშკთა უმაღლეს ფარდას.
მხოლოდ ფერები, შავი - წითელი.
მარტო გმირები, შენ - ყმაწვილები.
ოღონდ სიყვარულს, გრძნობა - ემოცია.
მაგ გაფითრებულ, სახეს - ხელებს.
დამდგარა წუთი, იმ წვიმის წამი.
რატომ არაფერს აღარ აკეთებთ.
წყლის ამ გუბურას გრძნობით ვამთელებ.
მოდის ის წამი, წუთს, რომ აჩერებს.
აი იმ მთაზე დამდგარა დრტვინვა.
რომ დამალულა ჩვენ შორის "ის" და.
გაიგოს ყველამ, რომ ისევ რაღაც.
აქ ჩამალულა ჩემს გულში მარად.
წავიდეთ თუნდაც ათას გათელილ მიწაზე ჩუმად.
წავიდეთ თუნდაც მრავალ ნაწამებ ხიდთა ზურგებზე.
ავიდეთ თუნდაც ცის იმ სიღრმეში ეს ყველას უნდა.
ავიდეთ თუნდაც იქ სადაც ბევრი ფრთოსანი სუფევს.
05.02.2011
მიმაგრებული სურათი