Digital Bitchმოიცა ეხლა აგიხსნი რა არის გეოგრაფიული ენა.
გეოგრაფიული ენა არის იგივე ენის ანთება,ანუ გლოსტი,უფრო სწორად დესქვამაციური გლოსიტი.წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას ანუ ქრონიკულ ანთებას.ამ დროს აღინიშნება ენის ზურგის და გვერდით ზედაპირების გარეგანი ცვლილებები.
ეტიოლოგია უცნობია,ანუ გამომწვევი ფაქტორები არ არის ცნობილი,უბრალოდ ვარაუდობენ რომ შეიძლება მის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს,ენდოკრინულ მოშლილობებს,ვირუსულ ინფექციებს და სხვა.ასევე აღნიშნავენ ამ დაავადების ოჯახურ ხასიათს,ანუ თანდაყოლილ დაავადებათა ჯგუფსაც მიაკუთვნებენ.
ეხლა რა ცვლილებებია ენის ზედაპირებზე-ეპითელიუმის უბნობრივი დესქვამაცია,მაგრამ ეს კიდევ შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგიერთი პრეპარატის მიღებით ანაც კბილების ამოჭრით,ასე რომ დიფერენციალური დიაგნოზის გატარება აუცილებელია.ეპითელიუმის უბნობრივი დესქვამაცია ნიშნავს განსხვავებული დიამეტრის მონაცრისფრო-მოთეთრო ან მოწითალო ლაქების წარმოქმნას,რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია გადიდებული ძაფისებრი დვრილებით.სიტყვა დესქვამაცია ნიშნავს ეპითელიუმის ჩამოფრვცქვნას.მოგვიანებით ლაქების ცენტრალურ ნაწილში იწყება ძაფისებრი დვრილების აღდგენა,ასეთი უბანი რამდენიმე შეიძლება იყოს და ამის გამო ენა იღებს გეოგრაფიული რუქის შესახედაობას.წარმოიდგენეთ ენის ზედაპირი,რომელსაც აქვს ლაქოვანი სახე,მათი ნაწილის აღდგენა ხდება,ხოლო ნაწილი კი ისევ ძველ სახეს ინარჩუნებს,ანუ დესქვამაციის შემდეგ არ აღდგენილა.დესქვამაციური უბნების მოხაზულობა იცვლება 1-2 დღეში,რადგანაც განუწყვეტლივ მიმდინარეობს დესქვამაცისა და აღდგენის პროცესები.დესქვამაციურ გლოსიტს ამის გამო მიგრირებად გლოსიტსაც უწოდებენ.
დაავადება შეიძლება გაგრძელდეს წლობით ან მთელი სიცოცხლის მანძილზე,რახან ქრონიკული პროცესია,ამიტომ შეიძლება გარკვეული პერიოდის მანძილზე გაუჩინარდეს და შემდეგ ისევ წარმოიქმნას.დაავადება ძირითადად არასასიამოვნო სუბიექტური შეგრძნებების გარეშე მიმდინარეობს,განსაკუთრებით ბავშვებში.
ხო დიფ-დიაგნოზს კიდევ ატარებენ კანდიდოზთან,წითელ ბრტყელ ლიქენთან,B-ჰიპოვიტამინოზთან.
მკურნალობა სიმპტომურია და პირველ რიგში სომატური დაავადების მკურნალობა უნდა მოხდეს,რამაც გამოიწვია დესქვამაციური გლოსიტი.ადგილობრი მკურნალობა კი მოიცავს პირის ღრუს სანაციას(ანუ გაჯანსაღებას),პირის ღრუს ჰიგიენას-როგორც ინდივიდუალური(ჯაგრისი,კბილის პასტა,ფლოსები),ასევე პროფესიულს-ექიმის მიერ ჩატარებულ პირის ღრუს ჰიგიენას(ნადებისა და ქვების მოცილებას ულტრასტომით ან პიეზონ მასტერით,და ასე შემდეგ...)
ენის ლორწოვანი გარსის წვისა და ტკივილის შემთხვევაში ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი ხსნარები და მალამოები.პლიუს კერატოპლასტიკური საშუალებების აპლიკაცია ენის ზედაპირზე,რომ დაჩქარდეს აღდგენითი პროცესები.ამისათვის ძალიან კარგია A და E ვიტამინის ზეთოვანი ხსნარები.
....................................
უუუf დავიღალე,ეს საკითხი სახელმწიფო გამოცდაზე შემხვდა ბილეთში