შაბათს შევიძინე პატარა, თვინახევრის ტელესკოპი და მას შემდეგ რაც ინტერნეტში უამრავი ინფორმაცია მოვიძიე, თავს ვერ ვიკავებ რომ არ გაგიზიაროთ

თუ ვინმეს გყავთ ( ანუ ვისაც გყავთ) თევზები დაწერეთ როგორ უვლით, რა იცით მათ შესახებ და ა.შ.
ტელესკოპებს ძალიან უყვართ ჟანგბადი. რაც უფრო მეტია ჟანგბადი წყალში, მით უფრო მალე ვითარდებიან. კარგი კვება და ჟანგბადი მათ სწრაფ ზრდას უწყობს ხელს. თუმცა ზედმეტი არაფერი არ ვარგა. შეიძლება 11 თვის თევზები უკვე მზად იყვნენ განაყოფიერებისთვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ დროზე ადრე დაამთავრეს ზრდა. გარეგნულად ისინი ვერ იქნებიან სრულფასოვნები და ქვირითის უმეტესი ნაწილი დაიღუპება. იდეალურ პირობებში ტელესკოპი ზრდასრულობას 3 წლის ასაკში აღწევს.
ტელესკოპის მთავარი სიმდიდრე კუდი და თვალებია. რაც უფრო გრძელი და მოხდენილია კუდი და რაც უფრო განიერია თვალები, მით უფრო ძვირად ფასობს თევზი.
მრგვალ აკვარიუმში ტელესკოპი გამოსცემს ხმებს, რომელიც შუშაზე მკვრივი საგნის მირტყმას წააგავს. ხმა მაშინ გამოიცემა, როცა თევზი მინას პირით ეხება და ჰაერს ისრუტავს. სასურველია აკვარიუმის ფსკერი ქვიშით იყოს დაფარული, რადგან ცხოველს მისი გაქექვა უყვარს.
ტელესკოპის მხედველობა სუსტია და ადვილად ზიანდება. თვალის დამცავ შრეს მკვრივი საგნის ოდნავი შეხების თანავე ბზარები უჩნდება, რამაც შესაძლოა თევზის დაბრმავება გამოიწვიოს.
ტელესკოპი მშვიდობიანი და მოუქნელი თევზია. ის ოქროს თევზთა ჯგუფს მიეკუთვნება. შეფერილობით ძირითადად შავია, თუმცა არიან სხვა ფერებიც.
თუ ამ თემას გამოხმაურება ექნება, გავაგრძელებ თხრობას, თუ არადა თავს "გამეორება ცოდნის დედაა"თი დავიმშვიდებ

ჩემს კორნელიუსს (თევზს) ინტელექტი აქვს! გუშინ ჩავუგდე ნიჟარა და პატარა პლასმასა სათამაშო, რომელსაც "ერევა" და მისი გადაადგილება შეუძლია. ეს ორი ნივთი ერთად "დადო", დღეს კი აღმოვაჩინე, რომ მათ ქვეშ საჭმლის ნამცეცები დაუმალავს

ველი თქვენს წერილებს
მიმაგრებული სურათი