#44471619 · 1 May 2015, 14:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ყველას! ჩემი შვილი არის 22 წლის. მან ცხოვრების ნახევარზე მეტი სავადმყოფოებში გაატარა. 8 წლიდან გაგვიხდა ავად. მის მერე მოვატარეთ მრავალი კლინიკა, მაგრამ არა სამკურნალოდ, არამედ დიაგნოზის დასასმელად. ხან გვეუბნებოდნენ რომ აქვს სისხლის გათეთრება, ხან მალარია და ხანაც ლეიშმანიოზი. 15 წლისამ აღებია სისხლი და თქვეს რომ თურმე მას აქვს ღვიძლის ცეროზი. მართლაც ელენთა აქვს უზარმაზარი, დარღვეული აქვს სისხლისა და ღვიძლის ფუნქციები და აღმოაჩნდა B ჰეპატიტი. გადავედით სამკურნალოდ დუდა მეტრეველთან. ის გამოსავალს ღვიზლის გადანერგვაში ხედავდა. წავედით თურქეთში-ფული გვეყო მხოლოდ იმაზე რომ ეთქვათ გადასანერგი არ არისო. ვედებოდით ღობე-ყორეს, ერთი მეორესთან გვაგზავნიდა, მეორე მესამესთან. აღმოჩნდა რომ მიუხედავად იმისა რომ ბიჭს ელენთა აქვს 212 და საყლაპავ მილში ვარიკოზი მე-3 ხარისხის ღვიძლ დაზიანებული არ არის და არათუ ცეროზი არამედ ფიბროზიც არ აქვს. დუდა და ცერცვაძე ჩიხშია და ვერაფრით მეხმარებიან, ასევე სხვებიც. იმასაც კი ვერ მეუბნებიან სად და ვისთან წავიდე. ეჭვობენ რომ ღვიძლის კარის ვენის პრობლემაა, ხოლო ჰეპატიტი შემდეგ შეიძინა. ამასობაში ბავშვმა სკოლა დაამთავრა ოქროს მედალზე , ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში დაფინანსებით და არის მე-4 კურსზე. იქნებ მირჩიოთ რამე ან ვინმე კარგი ექიმი. ბოდიში ცოტა გაუგებარი ნაწერისთვის, ნერვებიც არ მყოფნის რომ შევასწორე. ამ 7 წლის განმავლობაში იმდენი წერილი და დახმარების თხოვნა მაქვს უშედეგოდ დაწერილი რომ ალბად მეპატიება. პ.ს. ჯანდაცვის სამინისტრო მეუბნება ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით, ჩვენ კომპეტენციაში არ ხართო და ნეტა ვის უნდა მივმართოთ?
|