სამწუხაროდ კი

მაგრამ მაგ დროს ხველა ისეთია რო არ არსებობს დედამ არ გაიგოს თუ მის ოთახში წევს, თუ არა და უნდა დაიწვინოს თავისთან
ასევე, აუცილებელია გამოიკვლიოთ ალერგიულია ცრუკრუპი ჭირს თუ ინფექციური. თუ ალერგიულია მაშინ მგონი სხვანაირი მკურნალობა ენიშნება
თუ მძიმე ფორმებში აქვს პრედნიზოლონის ნემსი ყოველთვის სახლში უნდა გქონდეტ და თუ არა მაშინ ეუფილინის ნემსი
ეხლა ერთ რეცეპტს დაგიწერ, რომელიც საკმაოდ ეფექტურია და თუ თაფლზე ალერგია არ აქვს ბავშვს აუცილებლად გაუკეთეთ:
საჭიროა 200გრ. ნუში და 200გრ. თაფლი
ვიღებთ 200გრ. გარჩეულ ნუშს, დავასხავთ მდუღარეს და ცოტახანი გავაჩერებთ, გავაცლით კანს და დავდებთ მზეზე ან ოთახში 2-3 დღე რო კარგად გამოშრეს. შემდეგ დავფქვავთ ყავის საფქვავში და ავურევთ 200გრ თაფლში. მიღებული მასა უნდა ვაჭამოთ ბავშვს დღეში 3 ჯერ, ჭამამდე 10წთით ადრე, ერთი ჩაის კოვზი. ეს ერთი კურსია და მერე გაზაფხულზე ისევ გაუმეორეთ.
ოღონდ აუცილებლად გაარკვიეთ თაფლზე ან ნუშზე აქვს თუ არა ალერგია (იშვიათია მაგრამ მაინც)
მე როგორც ვიცი ცრუ კრუპი 5 წლამდე ბავშვებშია მარტო და მერე ქრება ოღონდ თუ კარგად არ უმკურნალე შეიძLება ასთმაში გადავიდეს

გაციების დროს იცის შეტევება ამიტომ ეცადე არ გააციო ბავშვი
ისე ნუ გეშინია, მალე მორჩება შენი პატარა