#43818912 · 20 Feb 2015, 10:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
E-lot912 დუმბაძის სქელტანიანი ნაწარმოებებით შეგიძლია დაიწყო. "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "მარადისობის კანონი" და სხვანი. "ნუ გეშინია, დედა" მომწონს მე ყველაზე მეტად. სული და გული დევს ამ წიგნებში, სითბო და ადამიანობა. მარტივადაც იკითხება. დოჩანაშვილი რთულად წერს, მაგრამ "სამოსელი პირველი" მსუბუქი წასაკითხია ზოგიერთი მონაკვეთის გარდა და კამფეტივით მიდის. კარგი რამაა დამწყებისთვის. ჯეკ ლონდონის მოთხრობები კიდევ. ალასკაზე, წყნარი ოკეანის კუნძულებზე და სხვანი. უგემრიელესი რამეები აქვს. კაცური და ჯიგრული. ოღონდ მე ძირითადად რუსულად ვკითხულობდი და ქართულად არ ვიცი როგორი თარგმანებია. იმედია არ ამოგაშხამებს. თანამედროვე თარგმანს ძველი საბჭოთა ნახო ჯობია. რევაზ ინანიშილი კიდევ, რა თქმა უნდა. ელ. ვერსიები არის რაღაცეების ინტერნეტში, მაგრამ ზოგი რამ წიგნებშიც მოიძიე. ოფიციალურ და ახლობლების ბიბლიოთეკებში, ბუკინისტებთან და რამე. თან, თუ ქინდლი არ გაქვს, ელექტრონულ ტექსტებს დიდად ვერ გაქაჩავ, დაიღლები და მოგბეზრდება მალე.
--------------------
"რაზმეულის ხელმძღვანელმა რომ გაიგო ეს ამბავი, თქვა "რას ცხარობთ, ყმაწვილებო, დაანებეთ კამათს თავი!""
557403841 - ჩემი ტელეფონის ნომერი
ბეჰემოთების ცქერა მამშვიდებს
|