ლოოოოლ
cesdebaმოგწონს მაინც და
დახმარების შარვლებიამბობდნენ, რომ მიწისძვრა, რომელიც ამ ქალაქში მოხდა, რვა ბალიანი იყო და იმ არემარეში სიმძლავრით პირველი, თუმცა, ეს ინფორმაცია, ალბათ, განსაკუთრებით უბედურმა ხალხმა გააზვიადა. როგორც მერე დადგინდა, მიწის სტიქია შვიდ ბალს არ ასცილებია. რიცხვების ამ მონაცვლეობამ დიდად ვერ დაამშვიდა იქაურები და თვეების მანძილზე გარაჯებიდან, სარდაფებიდან და ნაჩუქარი უცხოური კარვებიდან ცხვირი არავის გაუყვია.
ჩვენი გარაჯი, წინა დღეს ძველი ვილისის სადგომად რომ ვიყენებდით, მომეტალურად გადაიქცა ღამით საძინებლად, დილიდან საღამომდე კი `დახმარების~ გამანაწილებელ პუნქტად. ამ, გარაჯში გადაეკიდა სამტროდ ათობით ტკბილი მეზობელი ერთმანეთს ე.წ. ამერიკული ადეალებისათვის, რომლებიც შორეული დასავლეთიდან უწყალობეს ნამიწისძვრალებს. თუმცა, თითო-ოროლა ან სულაც რამდენიმე ასეთი პლედი ყველას ერგო, განსაკუთრებით კი მათ, ვინც მიწისძვრას გადარჩენილი ახლი, იმ იმედით, ახალს და უფრო კომფორტულს აუშენებდა მტავრობა, ძალით დაანგრია და ყველაზე მეტსაც ისისნი მოთქვამდნენ. სანამ ის ადეალები არ დაიხა, წლების მანძილზე მთელი ქალაქის აივნებზე იყო გადმოფენილი ჭრელა-ჭრულა და ერთნაირი მოწყალება.
ჩვენ მაშინ, თუ არ ვცდები, ოჟახის წევრთა რაოდენობის თუ დედაჩემის მოხეხრხებულობის წყალობით, ოთხი ასეთი ადეალა და რამდენიმე შარვალი გვერგო. ორი ჩემი ძმისთვის და რამდენიმეც ჩემთვის. ეს იყო ჟინსები, არც ისე ნამდვილი, როგორც ამერიკულ ვესთერნებში, მაგრამ მაინც ჟინსები, რისი ყიდვის საშუალებაც ჩვენთან მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ოჟახებს თუ შეეძლოთ.
დახმარების შარვლებმა კიდევ ერთხელ ალანძღინა ხალხს ერთმანეთი. ყველაზე მეტს აქაც ისინი ყვიროდნენ, ვისაც არც შვილი ჰყავდა და არც სხვა ვინმე იმ შარვლის ჩამცმელი. მაგრამ მათაც ერგოთ და ღამით ჭრელ ადეალაში გახვეული ქალაქი ახლა ერთნაირი სარვლით დადიოდა ერთადერთ კინოთეატრში.
მახსოვს ის ღე, სულ პირველი, უფრი სწორად, დახმარების განაწილებიდან მეორე, როცა უკლებლივ ყველა გოგა ერთნაირი სარვალი გვეცვა – მცირე განსხვავებით ფერსა ან საფირმო მარკაში. ისიც მახსოვს, ოღონდ უფრო მწარედ, როგორი დაუჟერებელი ტყუილი მოვიგონე, ვითომ ეს ჟინსები ჩემმა რომელიღაც მდიდარმა ნათესავმა გამომიგზავნა დიდი ქალაქიდან. აი, იმ დღეს მოკვდა ჩვენში გოგუცუნური პრანჭვის სურვილი. შეუძლებელი იყო ამ უნოფორმით თავის მოწონება და მეც, სახლში მისვლისთანავე სარკეში ჩაუხედავად ვიხდიდი საძულველ შარვალს და გარდერობში ვუკრავდი თავს. ასე იყო. ყველას ერთი გაჭირვება გვქონდა – ერთნაირებად ქცევის.
იმ დღეებში, მაგრამ არა ჩვენს გარაჯში ასეთივე დახმარების სახით ოჟახის თითო სულზე ერთ კიტრს, შედედებული რძის ერთ კონსერვს, ერთ კილო სოიოსა და თუ კარგად მახსოვს, ორცხობილას არიგებდნენ. საამისოდ მართლა არავის უჭირდა, მაგრამ მახსოვს ადამიანების ხარბი პირებიდან წამოსული ექსპრონტად მოგონილი ზრაპრები, როგორმე უსაშველოდ გრძელ რიგში წინ წაწეულიყვნენ... ერთი კიტრის გულისთვის ერტმანეტს დაკარგავდნენ და კარგავდნენ კიდეც. იმ წლის პირველ სექტემბერს ჩვენი სკოლის ყველა ბავშვმა საგანგებოდ ჩვენთვის გამოყოფილ წითელ ვაგონებში დავიწყეთ თუ გავაგრძელეთ სწავლა და იქვე დავრეკეტ ბოლო ზარი ხუთი წლის შემდეგ. მაგრამ მანამდე, ჟერ კიდევ ნამიწისძვრალი და აგონიაშუ მყოფი ხალხი რომ ჩამოქცეულ და დაბზარულ სახლებს უყურებდა, დასახმარებლად (და ფულის საშოვნელად) ბითუმად ჩამოსულ მუშახელს იქაური გოგოებისტვის ხელის მოსმა მოუნდათ. ზოგმა მოუსვა კიდეც , ზოგმა კი ისე მოუსვამ რომ ცოლადაც წაიყვანა აღმოსავლეთში. ასე დაუნათესავდა მთა ბარს, ხოლო დაზარალებულებმა ჩასიძებულებს, რა თქმა უნდა, ფული არაღ გადაუხადეს.
მიწისძვრიდან ვაგონ-კლასში ჩვენი ერთ-ერთი მასქავლებელი შემოვიდა და რომელირაც ბავშვტა სახლისათვის სხვა ქალაქში, მეორადი ტანსაცმლისა და სათამაშოების შეგროვება გვთხოვა... მეორე დღეს უკლებლივ ყველას მოიტანა თითო ფუთა. დასახარისხებლად რომ წამოვყარეთ, სიმწრით გაგვეღიმა – ჩვენს წინ დახმარების შარვლების გორა იდგა – ამჟერად სხვა, მაგრამ ჩვენნაირი ბავშვებისათვის გასაგზავნი.
http://literatura.ge/eka%20qevaniSvili_dax...461953.htm?HN=0 This post has been edited by sharlot on 27 Sep 2005, 15:35