გუშინ ვკითხულობდი მთის ამბებს. შეიძლება ნამეტანი პოზიტივის დანახვას ცდილობენ, მაგრამ იქ დარჩენილი ადამიანების ცხოვრების აღწერა და მათი მოსმენა სასიამოვნოა და იმედს მაძლევს. ამ ბოდიალში წავაყდი ხალდეს აჯანყების შესახებ სტატიას.
ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას თქვენის ნებართვით:
კონფლიქტის პროვოცირება ადგილობრივი თავადის, თენგიზ დადეშქელიანისგან მოდის. მას ბალსზემოთა, უბატონო სვანეთის მოსახლეობისთვის გამოუცხადებია ხაზინისთვის გადასაცემი მიწების აზომვის შესახებ. ასევე მისთვის უნდა მიეწოდებინათ ცნობები, რა რაოდენობით ჰყავდათ პირუტყვი - ხარ-ძროხა-ცხენით დაწყებული, ძაღლითა და კატით დამთავრებული (მათზეც გადასახადების დასაწესებლად!). ხალხს ამ გაუგონარი განზრახვის გამო თხოვნით მიუმართავს დადეშქელიანისა და ბოქაულისთვისაც, შუამავლად ჩამდგარიყვნენ მთავრობის წინაშე. მათ კი ცეცხლზე ნავთი დაუსხამთ და მოუთხოვიათ არაყსა და თუთუნზე აქციზის დაწესებაც. შემდგომ კიდევ უფრო განსაცვიფრებელი ამბავი ხდება. დადეშქელიანმა მოსახლეობა დაამშვიდა, - ნურაფერს გადაიხდით, მეც გვერდით დაგიდგებითო, თუმცა კი ხალხი იმედის ანაბარა მიატოვა. მერე სულაც ჯარები გამოითხოვა ქუთაისიდან მათ დასასჯელად.
არაყი და თუთუნიც დაბეგრაო.
ანუ ვინმე დადეშქელიანმა: გადასახადებით სული ამოართვა ხალხს, მერე დაპირდა დაწევას და სინამდვილეში ჯარი გამოითხოვა ქუთაისიდან. ანუ ისევ ქართველის პროვოცირებული, მოწყობილი, მოგუდვა და მერე სასაკლაო ქართველების წინააღმდეგ.
დღევანდელ რეალობას არ გაგონებთ?
ჩრდილოეთის მიერ მართული რეგვენერატი ქვეყნის სათავეში, რომელიც თვლის რომ ცხოვრებაში ოქროს ფორმულას მიაგნო და საერთოდაც ნიცშეზე ჭკვიანია, ჩვენთან გაღმერთებული და პუტინის სამეფო კარზე ჩვარი: ზრდის გადასახადებს და ასაზრდოებს კორუფციულ სისტემას, ისედაც გავერანებულ ბიუჯეტს აჩანაგებს და არავის აძლევს გახარების საშუალებას, ჩვენ სტაბილურობას გვპირდება და რუსეთის ჯარის შემოჭრით გვაშინებს-არ გავაბრაზოთო, სინამდვილეში თვითონ უხმობს მაგ ჯარს.
სრული ისტორია:
https://mtisambebi.ge/news/people/item/1057...xovna-mtavrobasდადეშქელიანებს რაც შეეხება: ნაწილი გადაასახლეს და ნაწილს მამულები ჩამოართვეს.
კონკრეტულად თენგიზ დადეშქელიანი ბედი თუ იცით ვინმემ დაწერეთ.
აგერ კიდევ ერთი ფაქტი ისტორიიდან რა მოსდით დამონებულებს და მონობის სამსახურში მყოფებს.
ჰო და: სადამის მადა-სადამდის სადამ? )))))
Smile man . . . God loves you . . . .
Don't want to die? Don't be born . . .
If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .
"De Woch fangt scho guat o "