opupop
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 812
წევრი No.: 12872
რეგისტრ.: 17-September 05
|
#2060463 · 1 Nov 2005, 22:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"რეზონანსი": თქვენ განაცხადეთ, რომ პარლამენტარი გიგა ბოკერია მიზანმიმართულად ცდილობს თავდაცვის მინისტრის შევიწროებას. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს.
პაატა ზაქარეიშვილი: ამის თქმის საფუძველს მაძლევს ანალიზი. ჟვანიას პოლიტიკიდან წასვლამ ნათელი მოგვფინა, გააშიშვლა ქართული პოლიტიკა. მანამდე პოლიტიკას ერთმანეთში აწონასწორებდნენ შევარდნაძე, აბაშიძე და ჟვანია. სააკაშვილიც ყოველთვის ჟვანიას ორბიტაზე ტრიალებდა. ეს სამი ძლიერი ღერძი პოლიტიკიდან რომ წავიდა, მთელი პოლიტიკური სისტემა დაიშალა. საჭიროა პოლიტიკური ბალანსი, პოლიტიკური ბალანსი კი ყველაზე ეფექტურად "თავისუფლების ინსტიტუტმა" "აქაჩა", რომელიც ინსტიტუციონალურად იყო მომზადებული.
ქართულ პოლიტიკაში ახალი კოლექტიური "თავისუფლების ინსტიტუტი" გიგა ბოკერიას მეთაურობით ჩაენაცვლა ჟვანიას ფაქტორს და დაიწყო ხალხის შევიწროება. პირველ რიგში იმ ხალხისა, ვინც ყველაზე უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს მათთვის. "კოლექტიური ბოკერია" ცდილობს შეავიწროოს ოქრუაშვილი, რომელიც საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი ფიგურაა დღეს საქართველოში და მომავალში ბოკერიას იგი პერსპექტივაში არ აწყობს.
ოქრუაშვილმა, რომელიც სააკაშვილის მეგობარი იყო, ძალიან ბევრი ჩადო სააკაშვილში. სააკაშვილი რომ თავის დროზე ჟვანიას ღერძს ჩამოშორდა, ეს ოქრუაშვილის დამსახურებაა. ოქრუაშვილი იყო გუბერნატორი, გენპროკურორი და შს მინისტრი - ყველგან დატოვა თავისი ქსელები. იგი საკმაოდ სერიოზული, ძლიერი და ანაგარიშგასაწევი ძალაა.
მაგრამ დღეს აშკარად ჩანს, რომ ოქრუაშვილის ფენომენი შესუსტდა. სააკაშვილზე მოხდა ზემოქმედება, იგი დააჯერეს, რომ ოქრუაშვილი მისთვის საშიშია.
"რ": და ვინ დაარწმუნა სააკაშვილი, რომ ოქრუაშვილი მისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ეს ჟვანიას დაღუპვის შემდეგ მოხდა. ჟვანია მაინც თავისი მენტალობით უფრო ახლოს იყო "თავისუფლების ინსტიტუტთან", თუმცა ამავე დროს ბლოკავდა "თავისუფლების ინსტიტუტსაც" იმიტომ, რომ მათში მეტოქეს ხედავდა.
როგორც კი ჟვანია წავიდა, მის ადგილზე კარგად მოვიდა "კოლექტიური ბოკერია", რომელიც მეტოქეობას უწევს პირველ რიგში იმ ხალხს, ვისაც ყველაზე მეტი ძალა გააჩნია, მაგრამ არა აბსოლუტური და ეს არის ოქრუაშვილი. ირაკლი ოქრუაშვილით ადვილად შეიძლება დაეშინებინათ სააკაშვილი და ეთქვათ, რომ "ის შენი მეტოქეა, მას აქვს იარაღი და შეუძლია რაღაცა გააკეთოს". ჩემი აზრით, ეს ამოცანა მეტ-ნაკლებად წარმატებით სრულდება.
"რ": ვის გულისხმობთ "კოლექტიურ ბოკერიაში", ვინც ოქრუაშვილის შევიწროებას ხელმძღვანელობს. თქვენი აზრით, ამ კამპანიაში მონაწილეობს თუ არა შს მინისტრი.
პ.ზ: რა თქმა უნდა. ამიტომაცაა, რომ მერაბიშვილი დღეს უფრო ახლოს არის "თავისუფლების ინსტიტუტთან", რათა ძლიერი იყოს. ორი სტრუქტურული და სისტემური ჯგუფი არსებობს დღეს სააკაშვილთან, ეს არის "თავისუფლების ინსტიტუტიდან" წამოსული "პრინციპის მქონე" ადამიანები და "პრინციპების არმქონე" ადამიანიების - მაჭავარიანი-არველაძის გუნდი, რომლებიც ყველაფერს შეასრულებენ, რასაც სააკაშვილი უბრძანებს.
"კოლექტიურ ბოკერიაში" პირველ რიგში იგულისხმება ლევან რამიშვილი - ისინი სიამის ძმები არიან; ეს არის გივი თარგამაძე, რომელიც შედარებით უფრო გვერდზე დგას; გიგი უგულავა, კახა ლომაია, სოზარ სუბარი, პირველი არხის დირექტორი თამარ კინწურაშვილი - მართალია, იგი პოლიტიკოსი არაა, მაგრამ ისეთი თანამდებობა დაიკავა, რომ შეუძლია გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე.
"რ": როგორ ფიქრობთ, რატომ უპირისპირდება ბოკერია ოქრუაშვილს.
პ.ზ: მეტოქეა და იმიტომ. გულახდილად რომ ვთქვათ, მე არ მგონია, რომ ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს სააკაშვილს. ამდენი ირონია და შაყირი პრეზიდენტზე არასოდეს გამიგია შევარდნაძეზეც. ის მოწიწება და რიდი, რომელიც შევარდნაძის მიმართ ჰქონდა მის კარს, სააკაშვილს არ გააჩნია. იგრძნობა, რომ სააკაშვილს ყველა უყურებს არა როგორც თავის პატრონს და მფარველს, არამედ როგორც ინსტრუმენტს თავისი ინტერესების რეალიზაციაში.
ოქრუაშვილი კი სააკაშვილს მისი წარსულით ფლობს. მას ყოველთვის შეუძლია თქვას, ვინ არის სააკაშვილი, როგორ იქცა დღეს სააკაშვილი სააკაშვილად. მის გარშემო სხვა ასეთი ადამიანი არავინაა. ოქურაშვილს გარკვეული ამაგი აქვს სააკაშვილზე და შესაბამისად, სააკაშვილს მისი გარკვეული რიდი აქვს და ამავე დროს დისტანციაც უნდა.
"რ": თქვენ როგორ ფიქრობთ, ოქრუაშვილის პოზიცების შესუსტება აზარალებს თუ არა თავად პრეზიდენტს.
პ.ზ: საკმაოდ რთული კითხვაა. რა თქმა უნდა, დააზარალებს. თუ მაქსიმალურად მოხერხდება ოქრუაშვილი-სააკაშვილის დუეტის დანგრევა, სააკაშვილი უფრო არამდგრადი იქნება. სანამ ისინი ერთად იყვნენ ძლიერები, ყველა ანაგრიშს უწევდა ორივეს. დღეს უკვე მოახერეს ამ ტანდემის შესუსტება.
"პრეზიდენტს მართავენ"; "პრეზიდენტის გარემოცვა უარყოფითად მოქმედებს მის რეიტინგზე"; "პრეზიდენტზე გარკვეული ჯგუფები სერიოზულ ზეგავლენას ახდენენ"; "პრეზიდენტს ზურაბიშვილი მოახსნევინეს", - ეს ის ფრაზებია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის მხრიდან საკმაოდ ხშირად ისმის. უმრავლესობა კი ირწმუნება, რომ პრეზიდენტს საკუთარ ჭკუაზე ვერავინ ატარებს. კითხვებზე - ვინ მართავს პრეზიდენტს და რა ჯგუფები ახდენს მასზე ზეგავლენას, რესპონდენტები "მთელ კვირასთან" საუბრობენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წარმომადგენელი, ამჟამინდელი ახალი ოპოზიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის რეიტინგის შემცირება შეგნებულად არ ხდება: "არა მგონია, რომ პრეზიდენტს რეიტინგს შეგნებულად უგდებენ. ასეთები ხელისუფლებაში ნამდვილად ვერ იქნებიან ძალიან უბრალო მიზეზის გამო. მიზეზი კი ის არის, რომ მათი 90% არაფერს წარმოადგენს და პიროვნულად ან უარყოფითი რეიტინგი აქვთ, ან საერთოდ არა აქვთ არანაირი რეიტინგი. ისინი მთლიანად ჩამოკიდებულები არიან იმაზე, რომ შეადგენენ პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვას.
მეორე მხრივ, ის, რომ პრეზდენტს ისინი რეიტინგს უმცირებენ, ობიექტური რეალობაა. ის ხალხი, ვინც მის გარშემოა და ვისაც მართვის მთელი ბერკეტები აღებული აქვს, ძალიან კატასტროფული სისწრაფით უგდებს რეიტინგს სააკაშვილსაც, მთავრობასაც. საზოგადოების თვალში კი მათი რეიტინგი უკვე არ არსებობს".
დავით ზურაბიშვილი იმ მიზეზებსაც ასახელებს, რის გამოც გარკვეული ჯგუფი პრეზიდენტ სააკაშვილის რეიტინგზე უარყოფით გავლენას ახდენს: [/B]"მიზეზები თავად პრეზიდენტში უნდა ვეძებოთ, რადგან საკუთარ გარემოცვას და იმ გუნდს, ვისთანაც ერთად მას ქვეყნის მართვა სურს, თავად ირჩევს. ამ ხალხმა კი ქვეყნის მართვა არ იცის. არიან ძალიან არაკომპეტენტურები[/B] და, აქედან გამომდინარე, აქვთ პანიკური შიში, რომ მათ გვერდით ვინმე მათზე უკეთესი არ აღმოჩნდეს".
დავით ზურაბიშვილი: "გააჩნია, უკან დახევაში რას ვგულისხიბთ. თუ დემოკრატიას, ეკონომიკის განვითარებას, ამ მხრივ უკან დახევა აშკარაა. წინ გადადგმულს ვერ ვხედავთ, თორემ უკან დახეული, რამდენიც გინდათ. მაგალითად, რისთვის სჭირდებათ მედიაზე კონტროლი. ეს ყველაფერი კი იმისთვის სჭირდებათ, რომ სიტუაცია შელამაზებულად წარმოაჩინონ და მსოფლიომ მხოლოდ ის გაიგოს, რაც თავად სურთ".
როცა ოპოზიცია პრეზიდენტზე ზეგავლენაზე საუბრობს, ყოველთვის გიგა ბოკერიას ახსენებს. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, სწორედ ბოკერიას გუნდია ის ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილზე რაღაცნაირად მოქმედებს: "პირობითად, ამას შემიძლია ბოკერიას გუნდი დავარქვა. ეს ჯგუფი გარკვეულ, იდეოლოგიის შემქმნელი ორგანოს მაგვარ ფუნქციებს კისრულობს. დანარჩენები არიან თვალებში შემყურე და ცდილობენ, გამოიცნონ პრეზიდენტის სურვილები და ეს სურვილები დაუკმაყოფილონ".
დავით ზურაბიშვილი იმის დაკონკრეტებისაგან, თუ ვინ შედის ბოკერიას გუნდში, თავს იკავებს და აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის ეს ნათელია: "საზოგადოების თვალში კარგად ჩანს, ბოკერიას გუნდში ვინ შედის და ვინ არის ერთი წრიდან მოსული ხალხი. მათ გამოკვეთილი და რაიმე სტრატეგიული მიზნები არ ახასიათებთ. ეს არ არის ის ხალხი, ვისაც ჩამოყალიბებული მკაფიო ხედვა აქვს. მათ ორი სურვილი აქვთ: გადახაზონ წარსული და თავად იყვნენ მმართველები. გააკეთონ ის, რაც მოეხასიათებათ და იყვნენ პირველები. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ბოკერიას სურვილია, პრეზიდენტის ალტერნატივა გახდეს. ეს ხალხი მთლიანად ჩამოკიდებულია სააკაშვილზე.
გია თორთლაძე: "სამი დღის წინ, უმრავლესობის წევრმა ბესო ჯუღელმა განაცხადა, პრეზიდენტს იძულებულს გავხდით, გადადგას ეს ნაბიჯი და ზურაბიშვილი მოხსნასო. ეს უკვე ჩემთვის არის მაჩვენებელი, რომ პრეზიდენტი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. მასზე არის ზეწოლა. პრეზიდენტი ვიღაცების ხელშია და ეს ვიღაცები მას მართავენ. ეს ძალები პრეზიდენტს რომ რეიტინგს უგდებენ, ფაქტია. ჯერ კიდევ, ხალხს იმედი აქვს, რომ მისი გარემოცვა უფრო აშავებს და აფუჭებს და პრეზიდენტი საქმის კურსში არ არის.
გია თორთლაძე იმ ორ ჯგუფზე საუბრობს, ვინც პრეზიდენტზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენს. მისი თქმით, ისინი კარიერისტები და მომხვეჭელები არიან: "მის გარშემო ორი კატეგორიის ჯგუფია თავმოყრილი. ერთი - კარიერისტები ანუ პოლიტიკური ვამპირები, რომლებიც პრეზიდენტს რეიტინგს უგდებენ და მეორე - მომხვეჭელები. მაგრამ ამ ორივე კატეგორიის ხალხი ერთმანეთში შეხმატკბილებულად მოქმედებენ. ამ გუნდის პოლიტიკურ მხარეს გიგა ბოკერია წარმოადგენს, მეორე მხარეს კი ვანო მერაბიშვილი. აი, ესენი არიან ლიდერები და გუნდში ვინ შედის, ეს ჩემი საქმე არ არის".
გია თორთლაძე ამ გუნდების მოღვაწეობის შედეგებს შემდეგნაირად ხედავს: "პრეზიდენტ სააკაშვილს, თუ ის ამ გუნდების ნება-სურვილს შესწირავს ქართველი ხალხის ინტერესებს, შევარდნაძის გვერდით კოტეჯში მოუწევს გადანაცვლება. დანარჩენებს კი, უკეთეს შემთხვევაში, მამალაძეებისა და სხვების ბედის გაზიარება".
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ბესო ჯუღელი ოპოზიციას არცერთ ნაწილში არ ეთანხმება. პირიქით, მას პრეზიდენტის კურსიც მოსწონს და მის რეიტინგიც.
ბესო ჯუღელი: " საქართველო მიდის კლასიკური რეფორმების გზით და ძალიან ჩქარი ტემპით. შეიძლება, ამ ტემპს საზოგადოების ცნობიერება ვერ მიჰყვება. ეს არის პრობლემა. ხელისუფლება აბსოლუტურად სწორი გზით მიდის და მიშას ქვეყნის განვითარების სტრატეგია საკმაოდ კარგად აქვს დაგეგმილი".
ბესო ჯუღელი პრეზიდენტს ახლო მეგობრად თვლის და დარწმუნებულია, რომ მას ვერავინ მართავს: "პრეზიდენტს ძალიან კარგად ვიცნობ. ვიცნობ მის შინაგან თვისებებს. ის არ არის ის კაცი, რომ ვიღაცის ჭკუაზე იაროს. რაც შეეხება რჩევებს, მიცემულ რჩევებს ითვალისწინებს. ეს რჩევები სტრატეგიას კი არა, ტაქტიკას ეხება. ამ რჩევებს იღებს როგორც მინისტრთა კაბინეტის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის გარკვეული წარმომადგენლებისაგან. ეს ის ხალხია, ვინც მის ირგვლივ ტრიალებს, მათ აზრს ეყრდნობა და ითვალისწინებს".
3 დღის წინათ პრეზიდენტს ველაპარაკე და ზუსტად ის სიტყვები ვუთხარი, რასაც ეხლა გეტყვით და რაც არცერთ ინტერვიუში არ მითქვამს: "მიშა, ყველაფერი შენი ბრალია, რადგან რაც შენ გაუკეთე გია მაისაშვილს, კობა დავითაშვილს და სალომე ზურაბიშვილს... მან ასე იცის, ამოიჩემებს ერთ კაცს და მაქსიმალურად მხარს უჭერს. ბოლოს კი ყველაფერი უკუღმა უტრიალდება. ვუთხარი, რომ შენ გახადე სალომე ზურაბიშვილი კობა დავითაშვილი და გია მაისაშვილი ფიგურები, ამიტომ ნურავის დააბრალებ, რაც მოხდა, ეს შენი ბრალია-მეთქი".
|